კარიმსკაია-სოპკა
იერსახე
კარიმსკაია-სოპკა | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები: 54°03′ ჩ. გ. 159°27′ ა. გ. / 54.050° ჩ. გ. 159.450° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 1468 მ |
ქედი | აღმოსავლეთის ქედი |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ბოლო ამოფრქვევა | 2013 (გრძელდება) |
კარიმსკაია-სოპკა (რუს. Карымская Сопка) — მარტივი აგებულების მოქმედი ვულკანი კამჩატკაზე, აღმოსავლეთის ქედზე. სიმაღლე 1468 მ. მწვერვალი სწორი წაკვეთილი კონუსია. კრატერიდან მუდმივად გამოიყოფა ცხელი აირები. ვულკანი მოქცეულია ძველი ვულკანის კალდერაში, რომელიც ჩამოყალიბდა ადრეულ ჰოლოცენში და აგებულია ლავებით, ანდეზიტურ-დაციტური შედგენილობის ფერფლით. მეტად აქტიური ვულკანია. 1852 წლიდან მოყოლებული დაფიქსირებულია 20-ზე მეტი ამოფრქვევა. უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 2013 წელს. სტრატოვულკანია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კარიმსკაია-სოპკა დაარქივებული 2013-07-31 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- კარიმსკაია-სოპკა (რუსული)