კამენსკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კამენსკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია

ეკლესია ოქტომბრის რევოლუციამდე

კამენსკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია — რუსეთი
კამენსკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა კამენსკ-შახტინსკი
სასულიერო სტატუსი დანგრეულია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ამპირის სტილი
თარიღდება 1829

კამენსკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია (რუს. Церковь Покрова Пресвятой Богородицы) — ყოფილი მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ კამენსკ-შახტინსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას[1]. ეკლესია აგებული იყო 1829 წელს და დაანგრიეს 1934 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ეკლესია სტანიცა კამენსკაიაში, როდესაც იგი მდებარეობდა მდინარე ჩრდილოეთის დონეცის მარცხენა ნაპირზე, იყო ხის და ნაკურთხი ღვთისმშობლის კვართის სახელზე. ამჟამად ამ ადგილზე მდებარეობს სტანიცა სტარაია-სტანიცა[2]. ეკლესია ააგეს 1740 წელს, რომელიც 1745 წელს ხანძრის შედეგად დაიწვა. ეკლესიის მეორე შენობის, რომელიც ასევე ხის იყო, მშენებლობა დაიწყეს 1747 წლის 22 მარტს და მომდევნო წელს დაასრულეს. 1748 წელსვე აკურთხეს[3]. 1787 წელს მის ადგილზე ააშენეს ღვთისმშობლის კვართის ქვის ეკლესია, რომლის ერთი ეგვტერი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე იყო ნაკურთხი. ახალი ეკელსია აკურთხეს 1792 წლის 18 ივლისს. ძველი ეკლესია კი იყიდა პოლკოვნიკმა ივანე სკასირსკიმ და გააგზავნა სტანიცა სკოსირსკაიაში[3].

1817 წელს როდესაც სტანიცა კემენსკაია გადაიტანეს მდინარე ჩრდილოეთის დონეცის მარჯვენა ნაპირზე (იქ სადაც დღეს მდებარეობს ქალაქი კამენსკ-შახტინსკი), ღვთისმშობლის კვართის ეკლესია, ისევე როგორც სხვა ძველი ნაგებობები დაშალეს, ხოლო სამშენებლო მასალები გამოიყენეს ახალი ეკელსიის ასაშენებლად, რომელსაც ეგვტერი ჰქონდა ამაღლებისა და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე ნაკურთხი. ეკლესიის კურთხევა შედგა 1829 წელს.

ეკლესია მდებარეობდა თანამედროვე მეორე საჯარო სკოლის რაიონში. იგი დაანგრიეს 1934 წელს. 2003 წელს ქალაქში (შჩადენკოს სკვერში) ააშენეს ახალი აგურის ეკლესია, რომელიც ასევე ღვთისმშობლის კვართის ეკლესია უწოდეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Каменск-Шахтинский. Церковь Покрова Пресвятой Богородицы в станице Каменской (старая).
  2. Старая Станица
  3. 3.0 3.1 Евгения Чеботарёва. Астаховская церковь родом из Каменской. Газета «ПИК», № 9 (1169), 1 марта 2017 года.