კალიროე (ოკეანიდი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალიროე
მითოლოგია: ძველი საბერძნეთის რელიგია
სქესი: მდედრობითი
მამა: ოკეანოსი
დედა: ტეთისი (მითოლოგია)
მეუღლე: Manes
შვილები: Cotys, Atys, Chione, ექიდნე და გერიონი
გამოსახულებები

კალიროე (ძვ. ბერძნ. Καλλιρρόη, Καλλῐρόη — „მჩქეფარე“, „ლამაზად მდინარე“) — პერსონაჟი ბერძნული მითოლოგიიდან. ოკეანოსისა და ტეთისის ასული, ოკეანიდი. ქრიზაორესთან შეეძინა გერიონი, ბუმბერაზი, რომელიც ჰერაკლემ მოკლა.

კალიროეს ქმრებად ითვლება ზღვის ღმერთი პოსეიდონი და საკუთარი ძმა ნილი, რომლისაგანაც შეეძნა ასული — ხიონაუ.

მის სახელს ატარებს პლანეტა იუპიტერის თანამგზავრი კალიროე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გელოვანი ა., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1983, გვ. 238