კალინგის სამეფო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კალინგას სამეფო ჩვ.წ.აღ.მდე. 265 წელი
განვითარების ზენიტში. კარაველას იმპერია.

კალინგა — ძველი სახელმწიფო ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში, თანამედროვე ორისის შტატის ტერიტორიაზე. ცნობილია ძვ. წ. VII საუკუნიდან დაახლოებით ძვ. წ. 260 წლამდე. კალინგა სისხლისმღვრელი ომის შედეგად დაიპყრო აშოკამ და შეუერთა მაურიების იმპერიას. დაახლოებით ძვ. წ. 220 წლისათვის კალინგამ აღადგინა დამოუკიდებლობა. უმაღლეს განვითარებას მიაღწია კარაველას მმართველობისას (ძვ. წ. II ან I საუკუნე), რომელმაც განახორციელა რიგი წარმატებული ლაშქრობები და დაიმორჩილა თვით მაგადჰა. კარაველას შთამომავლებმა დაკარგეს სიძლიერე. კალინგა თანდთანობით დასუსტდა.

კალინგას მოსახლეობა საუბრობდა ერთ-ერთ დრავიდულ ენაზე.

VII საუკუნეში, ჩინელი მოგზაურის სიუან-ცზანის მოწმობით კალინგას ტერიტორია გაუკაცრიელდა და გაუდაბურდა. VIII საუკუნეში ტერიტორია შეუერთდა ბენგალიის სამეფოს, რომელსაც პალას დინასტია მართავდა. დაახლოებით, იმავე პერიოდში ამ ტერიტორიის მოსახელობის სალაპარაკო ენა გახდა ბენგალის მონათესავე, ინდოევროპული ჯგუფის ენა — ორია. ამ ენაზე დღეს ორისის შტატის 35 მილიონამდე ადამიანი საუბრობს.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]