კალდიეროს ბრძოლა (1796)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალდიეროს ბრძოლა (1796)
საფრანგეთის რევოლუციური ომების ნაწილი ნაწილი
თარიღი 12 ნოემბერი, 1796
მდებარეობა კალდიერო, დღევანდელი იტალიის ტერიტორია
45°25′ ჩ. გ. 11°11′ ა. გ. / 45.417° ჩ. გ. 11.183° ა. გ. / 45.417; 11.183
შედეგი ავსტრიელების გამარჯვება
მხარეები
საფრანგეთის დროშა საფრანგეთის პირველი რესპუბლიკა ჰაბსბურგთა მონარქია
მეთაურები
საფრანგეთის დროშანაპოლეონ ბონაპარტი
საფრანგეთის დროშაანდრე მასენა
საფრანგეთის დროშაპიერ ოჟერო
იოზეფ ალვინჩი
პრინცი ჰოჰენცოლერნი
ჯოვანი პროვერა
ძალები
13,000 ქვეითი 18,000 ქვეითი
დანაკარგები
1,800 დაღუპული ან დაჭრილი
2 განადგურებული ქვემეხი
1,300 დაღუპული ან დაჭრილი

კალდიეროს ბრძოლა (1796)1796 წლის 12 ნოემბერს კალდიეროს ბრძოლაში ჰაბსბურგთა მონარქიის არმია იოზეფ ალვინჩის მეთაურობით შეებრძოლა საფრანგეთის პირველი რესპუბლიკის არმიას, რომელსაც მეთაურობდა ნაპოლეონ ბონაპარტი. ფრანგები თავს დაესხნენ ავსტრიის პოზიციებს, რომლებიც თავდაპირველად ეკავათ არმიის მოწინავე გვარდიას, ჰოჰენცოლერნ-ჰეჩინგენის პრინცის, ფრიდრიხ ფრანც ქსავიეს მეთაურობით. მცველები მტკიცედ იკავებდნენ პოზიცებს, სანამ შუადღისას დახმარება მოვიდოდა, ამან ხელი შეუწყო ფრანგების უკან დახევას. ეს იყო იშვიათი ტაქტიკური წარუმატებლობა ბონაპარტისთვის, რომლის ძალები იმ საღამოსვე გადაიყვანეს ვერონაში, მას შემდეგ რაც უფრო დიდი დანაკარგი განიცადეს, ვიდრე მათმა მოწინააღმდეგეებმა. მოქმედება მოხდა პირველი კოალიციის ომის დროს, რომელიც საფრანგეთის რევოლუციური ომების ნაწილი იყო. კალდიერო არის ქალაქი, რომელიც მდებარეობს ვერონას აღმოსავლეთით დაახლოებით 15 კმ-ში (9.3 მილი).

ბრძოლა იყო მესამე ავსტრიის ძალისხმევის ნაწილი მანტუას ალყის გასათავისუფლებლად. ორი ავსტრიული ჯარი შეიკრიბა მანტუასთან, მთავარი არმია აღმოსავლეთიდან და დამოუკიდებელი კორპუსი ჩრდილოეთიდან. ორივე მათგანი ადრეული წარმატებებით სარგებლობდნენ, რამაც უკან დახია მათ წინ მყოფი ფრანგული ძალები. როდესაც მთავარმა არმიამ ვერონასთვის საფრთხის შემცველ პოზიციას მიაღწია, ბონაპარტმა უბრძანა ანდრე მასენას და პიერ ოჟეროს, რომ მათ დივიზიებს შეტევა დაეწყოთ. ავსტრიის ძლიერმა წინააღმდეგობამ და უამინდობამ ხელი შეუწყო საფრანგეთის დამარცხებას. ბონაპარტი მალევე შეუდგა ახალი სტრატეგიის დაგეგმვას, რომელიც დასრულდა ავსტრიის დამარცხებით არკოლის ბრძოლაში რამდენიმე დღის შემდეგ.

წინა მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1796 წლის 2 ნოემბერს არტილერიის გენერალმა, იოზეფ ალვინჩიმ დაიწყო მანტუას ალყის ამოქმედების მესამე მცდელობა 28000 კაციანი არმიით მდინარე პიავეს გადაკვეთით და დასავლეთით წინსვლის გზით. ამავდროულად, მეორე ავსტრიული კოლონა ფელდმარშალ-ლეიტანანტი პოლ დავიდოვიჩის მეთაურობით სამხრეთისკენ დაიძრა ტრენტოს წინააღმდეგ 18000 კაცით.[1] ალვინჩი იმედოვნებდა, რომ ფელდმარშალის დაგობერტ სიგიზმუნდ ფონ ვიურმსერის რელიეფს გაარღვევდა, რომელიც მანტუაში 23,708 კაციანი გარნიზონით იყო ჩაფლული, მათგან კი მხოლოდ 12420 იყო საკმარისი ბრძოლისთვის.[2]

ორმაგი საფრთხის დასაძლევად ბონაპარტმა განათავსა ორი დივიზია, 10,500 კაციანი დივიზია, გენერალ კლოდ-ანრი ბელგრანდ დე ვაბუას მეთაურობით ჩრდილოეთში დავიდოვიჩის წინააღმდეგ და გენერალ ანდრე მასენას 9,500 კაციანი დივიზია ბასანოში, მდინარე ბრენტაზე. რეზერვში იყო დივიზიის გენერალი პიერ ოჟეროს 8300 კაციანი დივიზია ვერონაში და 4300 სხვდასხვა დანაყოფში განთავსებული ქვეითი. დივიზიის გენერალმა ჩარლზ ედვარდ ჯენინგს დე კილმეინმა 8800 კაცით დაბლოკა ვიურმსერის გარნიზონი მანტუაში.[2]

6 ნოემბერს ბონაპარტმა 19500 კაცით, მათ შორის იყვნენ მასენა, ოჟერო და სარეზერვო ბრიგადა, შეუტია ალვინჩის ბასანოსა და ფონტანივას. ბასანოს მეორე ბრძოლაში, ალვინჩიმ და მისმა ორმა დივიზიის მეთაურმა, ფელდმარშალ-ლეიტანანტებმა პიტერ ვიტუს ფონ კვოსდანოვიჩმა და ჯოვანი მარკესე დი პროვერამ გაიმარჯვეს რიცხობრივად უპირატეს მოწინააღმდეგეზე. საფრანგეთის დანაკარგები ასეთი იყო: 3000 მოკლული, დაჭრილი და ტყვედ აყვანილი, ხოლო ალვინჩის არმიაში იყო დაახლოებით 2800 დაღუპული ან დაჭრილი.[3]

დავიდოვიჩმა დაამარცხა ვობუა, კალიანოს ბრძოლაში 7 ნოემბერს, რის შედეგადაც ფრანგების მსხვერპლი შეადგენდა 4400 ადამიანს ხოლო ავსტრიის 3500 ადამიანს.[4] ბონაპარტმა ყურადღება გაამახვილა ჩრდილოეთის საფრთხეზე, როდესაც მან თავისი აღმოსავლეთი ძალა ვერონაში გაიყვანა. დავიდოვიჩი უმოქმედო დარჩა, რადგან მას ჰქონდა მცდარი შთაბეჭდილება, მას ეგონა რომ მასენას დივიზიამ გააძლიერა ვობუა.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

11 ნოემბრისთვის ალვინჩის წინამძღოლებმა მიაღწიეს კალდიეროს, ვერონას აღმოსავლეთით. იმის იმედით, რომ ვერონაში ევაკუაციის პროცესი იყო, ჰოჰენცოლერნ-ჰეჩინგენის გენერალ-მაიორი პრინცი ფრიდრიხ ფრანც ქსავერი წინ წავიდა. მაგრამ ბონაპარტმა გაგზავნა მასენას და ავჟეროს დივიზიები მდინარე ადიჯზე, რათა ჩართულიყვნენ ავსტრიელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჰოჰენცოლერნმა დაკარგა 400 კაცი და დაბრუნდა კალდიეროს ჩრდილოეთით გამავალ ქედზე. ბონაპარტეს გადაწყვეტილი ჰქონდა შეტევა ავსტრიელებზე მეორე დღეს.

ბონაპარტმა სულ 13000 კაცი გაგზავნა ჰოჰენცოლერნის პოზიციაზე თავდასხმისთვის.[5] მასენამ გაილაშქრა ავსტრიელების მარჯვენა დანაყოფის წინააღმდეგ და ოჟერო თავს დაესხა მარცხნივ მყოფებს, ავსტრიელები, რომლებიც რამდენიმე სოფელში იყვნენ გამაგრებულნი, მტკიცე წინააღმდეგობას უწევდნენ საფრანგეთის თავდასხმებს. ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარიშხალმა ხელი შეუშალა ფრანგ ჯარისკაცებს, რის გამოც მათ გაუჭირდათ მუშკეტების დამზადება. შუადღისას მასენამ დაიწყო წინსვლა ავსტრიის მარჯვნივ. დღის მეორე ნახევარში მოედანზე გამოვიდნენ გენერალ-მაიორ ადოლფ ბრაბეკის და ანტონ შუბირც ფონ ჩობინინის ბრიგადები. მალე ავსტრიელებმა აიძულეს მათ უკან დაეხიათ. პროვერაც გამოჩნდა და უკან დახია ოჟერო. დაღამებამ ფრანგებს საშუალება მისცა უსაფრთხოდ დაბრუნებულიყვნენ ვერონაში.[6]

შედეგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედებები, რომლებსაც მივყავართ კალდიეროს ბრძოლამდე, 1796 წლის ნოემბერი

ფრანგების დანაკარგი შეადგენდა 1000 მოკლულს და დაჭრილს, ასევე 800 კაცი და ორი არტილერია ტყვედ. ავსტრიელების დანაკარგი კი ასეთი იყო: 950 მოკლული და დაჭრილი, 350 კი ტყვედ ჩავარდნილი.[7] ავსტრიელების განდევნის მცდელობის ჩავარდნის გამო, ბონაპარტმა განიზრახა დაეხია მდინარე ადას უკან და პოტენციურად მიატოვა მანტუას ბლოკადა. მაგრამ როდესაც ავსტრიელებმა თავიანთი შესაძლებლობებით არ ისარგებლეს, ფრანგმა სარდალმა გადაწყვიტა კვლავ შეეტია მოწინააღმდეგეზე. ვობუას და კილმენს ყველა ხელმისაწვდომი კაცი ჩამოართვა, ბონაპარტე დაეცა ალვინჩის არკოლას ბრძოლაში 15–17 ნოემბერს და დაამარცხა ავსტრიელები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Chandler (1966), p. 101.
  2. 2.0 2.1 Boycott-Brown (2001), p. 448.
  3. Smith (1998), p. 126.
  4. Smith (1998), pp. 126–127.
  5. Chandler (1966), p. 103.
  6. Boycott-Brown (2001), p. 456.
  7. Smith (1998), p. 127.