შინაარსზე გადასვლა

კალაჯუხის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალაჯუხის ციხე
მდებარეობა თურქეთის დროშა თურქეთი
სტატუსი დანგრეული
კალაჯუხის ციხე — თურქეთი
კალაჯუხის ციხე

კალაჯუხის ციხე — საფორტიფიკაციო ნაგებობა ისტორიულ სამხრეთ საქართველოში — კოლაში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. ძეგლი მდებარეობს სოფელ კალეციკის (ყოფ. კალაჯუხი) სამხრეთით 1,27 კმ-ს დაშორებეთ. ციხე დგას იქ სადაც მტკვარს უერთდება ჩრდილოეთიდან ღრმა ხევი. მტკვრისა და ამ ხევის ნაპირი ქმნის ცხვირს სამკუთხედათ ამოყვანილს და მასზე არის გაშენებული ციხე. ცხვირის ნაწილი მტკვარსა და ხევსა შორის მოზღუდულია მაღალის ქეითკირის კედელით, რომელიც ნაშენია ვეებერთელა ქვებისაგან. სისქე კედლისა უდრის ერთ საჟენს და ზემოთ დაკბილულია. კედლებს ეკვრის ოთხი ნანევრად-მრგვალი და ორი ოთხკუთხედი მაღალი კოშკი. უკანასკნელს კოშკებს გვერდებიდან აქვს თითო კარი.

ჩრდილოეთ-სამხრეთის შესავალს ზემოდან დახურული ბანი აქვს, რომლის მუხის მთლიანი სქელი იატაკი დასვრეტილია, რომ წვიმის წყალი არ გაჩერებულიყო იატაკზე. ამ კოშკების გაგრძელებას შიგნით ციხისა შეადგენენ დახურული შენობანი, აგრეთვე სიმაგრენი, და სხვა სადგომები. მეორე პირი მტკვრისა აქ მოცულია ნაძვ-ფიჭვნარით სულ მთის მწვერვალამდის; ეს ტყე იწყება თურქაშენის დასავლეთით და მთები, რომელნიც აქედან მიემართებიან არსიანის ქედამდის. სულ ფიჭვნარით არის მოცული. სხვა ადგილები კოლას რაიონისა უტყეოა. მარჯვენა მხარეზე მიყოლილი მთები მტკვრისა ადგილ-ადგილ არის ტყიანი.

  • ექვთიმე თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს — პარიზი, 1938. გვ. 15-16.