კავკასიის სამიჯნე სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კავკასიის სამიჯნე სკოლა — გაიხსნა თბილისში, 1847 წელს; ამზადებდა მემიჯნეებსა და მიწისმზომელებს. სკოლა ოთხწლიანი იყო, სწავლება - რუსულ ენაზე. იღებდნენ 12-16 წლის ვაჟებს, რომლებიც პანსიონის ხარჯზე ცხოვრობდნენ. სკოლას განაგებდა რუსი ტოპოგრაფი პოლკოვნიკი პეტუხოვი. აქ სწავლობდნენ რუსულ სიტყვიერებას, რუსეთის ისტორიას, ქართულს და აზერბაიჯანულს, არითმეტიკას გეოდეზიას, ხატვას, ხაზვას სამხედრო საქმესა და ცეკვას. ეს იყო პირველი სკოლა, სადაც მოსწავლეები იყებდნენ სისტემურ პროფილურ განათლებას. სკოლადამთავრებულები ვალდებულები იყვნენ კავკასიაში 10 წელი მაინც ემუშავათ. პირველი გამოშვება 1852 წელს იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „თბილისი“. თბ., 2002 გვ. 788