შინაარსზე გადასვლა

იქედნისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იქედნისებრნი

ავსტრალიური იქედნე
Tachyglossidae aculeatus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  ერთგასავლიანები
ოჯახი:  იქედნისებრნი
ლათინური სახელი
Tachyglossidae (Gill, 1872)

იქედნისებრნი (ლათ. Tachyglossidae) — ძუძუმწოვარი ცხოველების ოჯახი ერთგასავლიანების რიგისა. ამჟამად გაერთიანებულია 2 გვარი: იქედნე (ლათ. Tachyglossus) თავისი ერთადერთი სახეობით — ავსტრალიური იქედნე (ლათ. Tachyglossus aculeatus), და პროიქედნე (ლათ. Zaglossus) 3 სახეობით, ხოლო ტასმანიური იქედნე (ლათ. Tachyglossus aculeatus setosus) არის ავსტრალიური იქედნეს (Tachyglossus-ის) ქვესახეობა. ავსტალიური იქედნეს სხეულის სიგრძე 50 სმ აღწევს. ზურგი დაფარული აქვს გრძელი რქოვანი რკლებით. მოკლე ფეხები მთავრდება მძლავრი ბრჭყალებით, რომლებიც მომარჯვებულია მიწის სათხრელად. კბილები არ აქვს. სხეულის ტემპერატურა დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურაზე. დედალი კვერცხს ატარებს ჩანთით. ნაშიერი აქ იჩეკება და იკვებება რძით.