იუნუს-ბეკ ევკუროვი
| იუნუს-ბეკ ევკუროვი | |
|---|---|
|
იუნუს-ბეკ ევკუროვი (2009) | |
| დაბადების სახელი | იუნუს-ბეკ ევკუროვი |
| დაბადების თარიღი |
29 ივლისი 1963 ტარსკოე, ჩრდილოეთ ოსეთი |
| მოქალაქეობა | რუსეთი |
| ალმა-მატერი | რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია, რიაზანის უმაღლესი საჰაერო-სადესანტო სასწავლებელი და მიხეილ ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია |
| პროფესია | პოლიტიკა |
| საქმიანობა | პოლიტიკოსი[1] , სამხედრო პირი და გენერალ-ლეიტენანტი[1] |
| მეუღლე(ები) | ხავა კოძოევა |
| შვილ(ებ)ი | იტარ-ბეკი |
იუნუს-ბეკ ევკუროვი (რუს. Евкуров, Юнус-бек Баматгиреевич; დ. 29 ივლისი, 1963, ტარსკოე, ჩრდილოეთ ოსეთი) — რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე. 2008 წლის 30 ოქტომბრიდან ინგუშეთის პრეზიდენტი.[2][3] რუსეთის ფედერაციის გმირი (2000). დაიბადა 1963 წლის 29 ივლისს, სოფელ ტარსკოეში. ჰყავს ექვსი ძმა და ხუთი და.[4] გაიზარდა ქალაქ მალგობეკში. სკოლა დაამთავრა ბელსანში. 1982-1984 წწ. მსახურობდა წყნაროკეანური ფლოტის ქვეით ჯარში.[5] სწავლობდა აგრეთვე რიაზანის საჰაერო-სადესანტო უმაღლეს სასწავლებელში, რომელიც 1989 წელს დაამთავრა. 1997 წელს დაამთავრა ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია.
2009 წლის 22 ივნისს ევკუროვზე თავდასხმის მცდელობა განხორციელდა, რის შედეგად პრეზიდენტის ერთ-ერთი დაცვის წევრი ადგილზევე გარდაიცვალა. თვით ევკუროვი და კიდევ ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა; იმ მომენტისთვის ევკუროვი ჯანმრთელობის მხრივ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო.[6] 2009 წლის 23 ივნისს ევკუროვის თავდასხმის მცდელობაში ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს. ანონიმური წყაროების მიხედვით, დაკავებულ პირებს ჰქონდათ კავშირი არაკანონიერ სამხედრო ფორმირებასთან.[7][8] 2009 წლის 13 ოქტომბერს ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ ევკუროვზე თავდასხმის მონაწილენი განადგურებულები არიან.[9] საგამოძიებო კომიტეტის მიხედვით, თავდასხმის ორგანიზაციაში მონაწილეები არიან აგრეთვე ალექსანდრე ტიხომიროვი და მაჰომედ ცოკიევი, რომლებიც ძებნაში არიან გამოცხადებულები.[10] ალექსანდრე ტიხომიროვი მოკლულ იქნა 2010 წლის 2 მარტს სოფელ ეკაჟევოში (ინგუშეთი).[11]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იუნუს-ბეკ ევკუროვის ბიოგრაფია ოფიციალურ საიტზე დაარქივებული 2011-10-10 საიტზე Wayback Machine.
- იუნუს-ბეკ ევკუროვის მოკლე და სრული ბიოგრაფია. ინტერვიუ ევკუროვთან დაარქივებული 2011-10-12 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #1294998579 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ Russia Backs Soldier To Quell Violent Ingushetia Region. Radio Free Europe/Radio Liberty (2008-10-31). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-11-03. ციტირების თარიღი: 2008-11-03.
- ↑ „Soldier to run restive Ingushetia“. BBC News. 2008-10-31. ციტირების თარიღი: 2008-11-03.
- ↑ Жена нового президента Ингушетии Юнус-Бека Евкурова родила сына в Москве, Life.ru, 31.10.2008.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 08.11.2008. ციტირების თარიღი: 08.10.2011.
- ↑ Газета «Коммерсантъ», № 199 (4016) от 31.10.2008
- ↑ Источник: задержаны подозреваемые в покушении на Евкурова. Теракт могла совершить смертница NEWSru 23 июня 2009.
- ↑ Источник: задержаны подозреваемые в покушении на Евкурова. Теракт могла совершить смертница NEWSru 23 июня 2009.
- ↑ Покушение на Евкурова: первая подозреваемая Интерфакс 23 июня 2009.
- ↑ Кириленко, Анастасия (13.10.2009). „Кто же покушался на Евкурова?“. Радио "Свобода". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-14. ციტირების თარიღი: 2009-10-14. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=-ში (დახმარება) - ↑ Полетаев, Владимир (14.10.2009 г). „Не спрятались - названы имена террористов, пытавшихся взорвать президента Ингушетии“. Российская газета. ციტირების თარიღი: 2009-10-14. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=-ში (დახმარება) - ↑ „Уничтожен Саид Бурятский“. Вести.Ru. 08.03.2010 г. ციტირების თარიღი: 2010-03-08. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=-ში (დახმარება)