იულია მალინოვა
იულია მალინოვა | |
---|---|
დაბადების სახელი | იაკოვლევნა შაიდერი |
დაბადების თარიღი | 1869 |
გარდაცვალების თარიღი | 1953 |
ეროვნება | ბულგარელი |
საქმიანობა | ქალთა უფლებების აქტივისტი |
ცნობილია როგორც | ბულგარელ ქალთა კავშირის თანადამფუძნებელი |
მეუღლე(ები) | ალექსანდრ მალინოვი |
იულია მალინოვა (ბულგ. Юлия Малинова); ქალიშვილობაში იაკოვლევნა შაიდერი; დ. 1869 – 1953) – ბულგარელი სუფრაჟისტი და ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტი. ბულგარელ ქალთა კავშირის თანადამფუძნებელი, რომელსაც ოჯერ თავმჯდომარეობდა: 1908-1910 წლებში და 1912 წლიდან 1926 წლამდე.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მალინოვა 1869 წლის 15 სექტემბერს დაიბადა რუსულ ებრაულ ოჯახში. განათლება საფრანგეთსა და შვეიცარიაში მიიღო. ადვოკატ (შემდეგში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ) ალექსანდერ მალინოვთან ქორწინების შემდეგ ბულგარეთში გადავიდა საცხოვრებლად. 1899 წლიდან პედაგოგ. სოციალისტ და მწერალ ანა კარიმასთან ერთად რედაქტორობდა გაზეთ „ქალის ხმას“. 1901 წელს მათ ერთად დააფუძნეს ბულგარელ ქალთა კავშირი, რომლის პირველ თავმჯდომარედაც კარიმა აირჩიეს. ბულგარელ ქალთა კავშირი ქოლგა ორგანიზაცია იყო, რომელიც 27 ადგილობრივ ქალთა ორგანიზაციას მოიცავდა, რომლებიც ბულგარეთში 1878 წლიდან შეიქმნა. ორგანიზაცია ქალთა განათლებასა და უნივერსიტეტში სწავლაზე არსებული შეზღუდვების საპასუხოდ შეიქმნა და მიზნად ისახავდა ქალთა ინტელექტუალურ განვითარებასა და ჩართულობას. ორგანიზაციამ „ქალის ხმა“ მის ბეჭდურ ორგანოდ აქცია.[2] 1908 წელს მანილინოვამ ბულგარელ ქალთა კავშირის თავმჯდომარის პოზიცია დაიკავა. მისი თავმჯდომარეობისას ბულგარელ ქალთა კავშირი ქალთა საერთაშორისო საბჭოს ნაწილი გახდა. კავშირის თავმჯდომარეობისას მალინოვა იცავდა კავშირის, როგორც ყველა კლასისა და პოლიტიკური შეხედულებისს მქონეთათვის ღია საზოგადოების პოლიტიკას და ომის დროს ჯარისკაცთა მეუღლეების ორგანიზებას ახდენდა.[2] 1925 წელს, მალინოვას ბულგარელი ნაციონალისტი ქალები დაესხნენ თავს მისი უცხოური წარმოშობის გამო. 1926 წელს მალინოვამ ბულგარელ ქალთა კავშირის თავმჯდომარის თნამდებობა დატოვა, რომელიც დიმიტრანა ივანოვამ დაიკავა. მალინოვა 1953 წელს გარდაიცვალა.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ruiz, Blanca Rodriguez; Rubio-Marín, Ruth (2012) The Struggle for Female Suffrage in Europe: Voting to Become Citizens (en). BRILL, გვ. 325. ISBN 9789004224254.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Haan, Francisca de; Daskalova, Krasimira; Loutfi, Anna (2006) Biographical Dictionary of Women's Movements and Feminisms in Central, Eastern, and South Eastern Europe: 19th and 20th Centuries (en). Central European University Press, გვ. 293–294. ISBN 9789637326394.