იუანი (გვარი)

იუანი გავრცელებული ჩინური გვარია (რაოდენობით მიხედვით — 33-ე). წარმოშობით უძველესი სახელმწიფო ჩენის (დღევანდელი ხენანის პროვინცია) დიდგვაროვანი ოჯახიდანაა. ჰანის დინასტიიდან მოყოლებული ეს გვარი დაკავშირებულია ორ არისტოკრატიულ კლანთან — რუნანი და ჩენი. ისტორიულად, გვარი სწრაფად იზრდებოდა ჰან-ჩინელებს შორის და ასევე მიღებულ იქნა რამდენიმე არა-ჩინური ეთნიკური ჯგუფის მიერაც. ამ გვარს დღესდღეობით ატარებს 6,5 მილიონზე მეტი ადამიანი მსოფლიოში. ამ გვარის მატარებელი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცენტრალური ჩინეთის იანცზის დელტაზე სახლობს.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 袁氏家谱
- 宁波西袁 დაარქივებული 2005-10-28 საიტზე Wayback Machine.
- 日照袁氏 დაარქივებული 2006-01-02 საიტზე Wayback Machine.
![]() |
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |