ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია
იერსახე
ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია | |
---|---|
შეიქმნა | 1997 |
სტატუსი | პედაგოგთა გაერთიანება |
მიზანი | ისტორიის დარგისა და ისტორიის სწავლების განვითარების ხელშეწყობა |
პრეზიდენტი | ნანა ციხისთავი |
ვიცე-პრეზიდენტი | მანანა შეყილაძე |
GAHE |
ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია — საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული ისტორიკოსებისა და ისტორიის პედაგოგების გაერთიანება. დაფუძნდა 1997 წელს. 1998 წლიდან გახდა ისტორიის პედაგოგთა ევროპული ასოციაციების გაერთიანების, „ევროკლიოს“ წევრი, რამაც ხელი შეუწყო ასოციაციის უშუალო კავშირს მსგავს ევროპულ ასოციაციებთან და ევროპაში მიმდინარე პროექტებთან.
მიზანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასოციაციის ძირითადი მიზანია ისტორიის დარგისა და ისტორიის სწავლების განვითარების ხელშეწყობა. საამისოდ ორგანიზაციას შემოკრებილი ჰყავს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური კადრები - პროფესორები, მასწავლებლები, ექსპერტები, ტრენერები.
პროექტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასოციაციის მიერ განხორციელებული პროექტებია:
- „ტოლერანტობის მშენებლობა საქართველოში ისტორიის სწავლების გზით“[1].
- ისტორიის კაბინეტების გახსნა სკოლებში[2].
- საბავშვო არქეოლოგია[3].
- ასოციაციის თანამშრომლობა ქართულ ვიკიპედიასთან[4]
- ერთდღიანი ვიკი-ბანაკი აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლაში[5]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ პროექტი „ტოლერანტობის მშენებლობა საქართველოში ისტორიის სწავლების გზით“.[მკვდარი ბმული]
- ↑ პროექტი "ისტორიის კაბინეტების გახსნა სკოლებში". სოფელი ებნისი. დუშეთის რაიონი. 2010 წლის 15 ნოემბერი.[მკვდარი ბმული]
- ↑ პროექტი "საბავშვო არქეოლოგია".[მკვდარი ბმული]
- ↑ თანამშრომლობა ვიკიპედიასთან[მკვდარი ბმული]
- ↑ 2017 წლის 13 მარტს ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციისა და ქართულენოვანი ვიკიპედიის ერთობლივი, ერთდღიანი ვიკი-ბანაკი შედგა.[მკვდარი ბმული]