ისკანვაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ისკანვაიაკოლუმბამდელი ქალაქის ნანგრევები ბოლივიაში, დედაქალაქ ლა-პასიდან 325 კმ-ით ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 1 700 მეტრზე. თავის სივრცით და ასაკით, ისკანვაია მაჩუ-პიქჩუს აჭარბებს, მაგრამ ბევრად უფრო ცუდადაა შემონახული.

ქალაქი აშენებული იყო ორ პლატფორმაზე და მოიცავდა 0,6 კმ²-ს. მიეწოდებოდა მდინარე წყალი. დღეისათვისნ ასი საკმაოდ მოზრდილი შენობაა გადარჩენილი.[1] სახლები ოთხკუთხაა და გააჩნია შიდა ეზოები. მოსახლეობა მისდევდა სოფლის მეურნეობას, შემორჩენილია ტერასები და ირიგაციის ნიმუშები.[2]

არქეოლოგების ვარაუდით, ქალაქში 2 500 - 3 000 ადამიანი ცხოვრობდა.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ruins of Iskanwaya. climbingsouthamerica.com.
  2. Bruhns, Karen Olsen (1994). Ancient South America. Cambridge University Press, გვ. 311. ISBN 0521277612. 
  3. Iskanwaya: más antiguo que Machu Picchu