ისა-ხანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ისა-ხანი (გ. 1615) — კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის ძის, გიორგის ძე. აღიზარდა ირანში, შაჰის კარზე. აბას I-მა 1614, საქართველოში ლაშქრობის დროს, კახეთის მმართველად დანიშნა. ისა-ხანმა კახეთში ფეხი ვერ მოიკიდა და იძულებული გახდა საქართველოს გასცლოდა. შემდეგში შაჰმა თავის ამალაში ჩარიცხა. 1625 წლის 1 ივლისს გამართულ ბრძოლაში მარაბდის ველზე, ისა-ხანს დაუქვემდებარეს შირვანის მმართველის ყაზან-ხან ჩერქეზისა და ერევნის ბეგლარბეგის შაჰ-ბენდე-ხანის ლაშქარი. ისა-ხანმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ბრძოლაში ქართველთა დამარცხებაში, მაშინ როდესაც ქართველთა გამარჯვება თითქმის გარდაუვალი იყო, ისა-ხანი ბრძოლის ველს არ თმობდა და უკანასკნელ ძალებს იკრებდა. ამ დროს ყიზილბაშებს აზერბაიჯანის ბეგლარბეგის შაჰ-ბენდე-ხანის მეთაურობით ახალი ძალებიც მოუვიდათ. ქართველთა ჰარმა მტრის ახალი რაზმების დარტყმას ვეღარ გაუძლო და გატყდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]