ისარი (ტელესერიალი)
ისარი | |
---|---|
![]() | |
ჟანრი | სუპერგმირული ნაწარმოები, დრამა, მოქმედებითი, დეტექტიური |
ეფუძნება | DC კომიქსების გმირებს |
შეიმუშავა |
|
მონაწილეობენ |
|
კომპოზიტორი |
|
ქვეყანა |
|
ენა |
|
სეზონი | 4 |
სერია | 87 |
კომპანია | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი |
|
პროდიუსერ(ებ)ი |
|
მონტაჟი |
|
ადგილ(ებ)ი | ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია |
ხანგრძლივობა | 40–43 წთ. |
ეთერი | |
პირველად ეთერში | 10 ოქტომბერი 2012 |
უკანასკნელად ეთერში | დღემდე |
საიტი | cwtv.com/shows/arrow |
ისარი (ინგლ. Arrow) — ამერიკული სერიალი, რომელიც მწერლებმა და პროდიუსერებმა გრეგ ბერლანტიმ, მარკ გუგენჰაიმმა და ენდრიუ კრისბერგმა შეიმუშავეს. სერიალი დაფუძნებულია DC კომიქსების გმირ მწვანე ისარზე, კოსტიუმირებულ მებრძოლზე, რომელიც კრიმინალს უწევს წინააღმდეგობას. გმირის შემქმნელები მორტ უაიზინგერი და ჯორჯ პეპი არიან. სერიალის პრემიერა ჩრდილოეთ ამერიკაში 2012 წლის 10 ოქტომბერს შედგა ამერიკულ სატელევიზიო არხზე The CW, საერთაშორისო სატელევიზიო ეთერში კი 2012 წლის მიწურულს გამოჩნდა. გადაღებები, ძირითადად, ვანკუვერში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, კანადაში მიმდინარეობს. სერიალი ასახავს მილიონერი პლეიბოის ოლივერ ქუინის (სტივენ ამელი) ამბავს, რომელმიც უკაცრიელ კუნძულზე გატარებული 5 წლის შემდეგ მშობლიურ ქალაქში, სთარლინგ-სითიში ბრუნდება. ის ბრძოლას იწყებს კრიმინალთან და კორუფციასთან, როგორც საიდუმლო ვიჯილანტე და ბრძოლის იარაღად მშვილდ-ისარს ირჩევს. კომიქსისგან განსხვავებით, სერიალში ქუინი მეტსახელ „მწვანე ისარს“ მეოთხე სეზონამდე არ იყენებს.