ირინა იაროვაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირინა იაროვაია
დაბადების თარიღი 17 ოქტომბერი, 1966
დაბადების ადგილი მაკეევკა, დონეცკის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრკ
მოქალაქეობა რუსეთის დროშა რუსეთი
განათლება Q4525183?, Far Eastern State University და Russian Academy of State Service
ეროვნება რუსი
რელიგია მართლმადიდებელი
პარტია ერთიანი რუსეთი
საქმიანობა პოლიტიკოსი
ჯილდოები საპატიო ორდენი, რუსეთის ფედერაციის დამსახურებული იურისტი და Q4311786?
яровая.рф

ირინა იაროვაია (რუს. Ирина Анатольевна Яровая; დ. 17 ოქტომბერი, 1966, მაკეევკა, დონეცკის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრკ) — რუსი პოლიტიკოსი, სახელმწიფო დუმის მეხუთე და მეექვსე მოწვევის დეპუტატი, 2008 წლიდან პარტია „ერთიანი რუსეთის“ გენერალური საბჭოს წევრი, სახელმწიფო დუმის კორუფციასთან ბრძოლის და უსაფრთხოების კომიტეტის მდივანი 2011 წლის დეკემბრიდან.

ცნობილია როგორც სხვადასხვა რეზონანსული კანონპროექტის ავტორი ან თანაავტორი. მათ შორის არის: მიტინგთა ჩატარების წესების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის გამკაცრება, მიგრაციული კანონების გამკაცრება, ცილისწამებაზე პასუხისმგებლობის დაბრუნება და არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან „უცხოელი აგენტების“ სტატუსის აუცილებელი მინიჭება და ახლახან მიღებული „იაროვაიას პაკეტი“, რომელიც მობილურ და ინტერნეტ პროვაიდერებს ავალდებულებს მომხმარებლების პირადი მონეცემები ნახევარი წლის განმავლობაში შეინახოს და საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლებას გადასცეს.[1]

1997-2007 წლებში იყო პარტია „ვაშლის“ (რუს. Яблоко) წევრი, რომლიდანაც აირჩიეს კამჩატკის ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოში. ასევე იკავებდა კამჩატკის რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელის პოსტს. იყო პარტიის ცენტრალური ბიუროს წევრი და მდივნის მოადგილე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]