ირაკლი კიზირია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირაკლი კიზირია
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 14 აგვისტო, 1941 (1941-08-14) (82 წლის)
ინფორმაცია კლუბის შესახებ
ეროვნული ნაკრები

ირაკლი კიზირია (დ. 14 აგვისტო, 1941) — ქართველი და საბჭოთა მორაგბე. რაგბის თამაში დაიწყო 1962 წელს. თამაშობდა ჯერ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, 1964 წლიდან თბილისის „დინამოში“. მას ეკუთვნის თავისებური რეკორდიც — ითამაშა 15 სეზონზე მეტი და ყოველთვის კაპიტანი იყო. მისი რეკორდია აგრეთვე, ერთ თამაშში 98 ქულის მოპოვება (ბაქოს „დინამოსთან“). ეს რეკორდი ჯერ არავის გაუმეორებია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის მოწინავე ქვეყნებშიც კი. საქართველოს ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული, სსრკ ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (1966 წ.) „დინამოს“ საკავშირო პირველობის ოთხგზის ჩემპიონი, „ლოკომოტივის“ საკავშირო პირველობის ჩემპიონი, „ბურევესტნიკის“ საკავშირო პირველობის ვერცხლის პრიზიორი. სსრ კავშირის სპორტის ოსტატი 1972 წლიდან. იყო საქართველოს ვეტერან მორაგბეთა კავშირის პრეზიდენტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]