ირაკლი გვახარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ირაკლი გვახარია (დ. 1 მაისი, 1961, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1984–1990 წლებში კლინიკური ორდინატურა გაიარა მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში. 1984, 1990–1992 წლებში მუშაობდა თბილისის ქირურგიის ინსტიტუტის გულის ქირურგიის განყოფილებაში. 1992–1995 წლებში მეხიკოს დიაგნოსტიკურ კლინიკაში, ჯერ მრჩევლად, შემდეგ კარდიოლოგად. 1995 წლიდან „Estudios Clinikos Dr Y.J. Oriard S.A“ –ს სამედიცინო დირექტორი და კარდიოლოგია. ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომის, მექსიკაში გამოქვეყნებული აქვს 6 სამეცნიერო ნაშრომი. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, 3 სამედიცინო ასოციაციის წევრი, 4 სამედიცინო კონფერენციის მომხსენებელი. დაჯილდოვებულია მექსიკის სხვადასხვა სამედიცინო ასოციაციის და ორგანიზაციის 20–მდე დიპლომით.

1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „Клинико-демодиналическая характеристика механических протезов в митральной позиции.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 65

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]