შინაარსზე გადასვლა

იოჰანეს იტენი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
"Farbkreis", 1961.

იოჰანეს იტენი (Johannes Itten; 11 ნოემბერი, 1888 - 27 მაისი, 1967) — შვეიცარიელი მხატვარი, დიზაინერი, მწერალი და ხელოვნებათმცოდნე, ასწავლიდა ბაუჰაუზის სკოლაში.

დაიბადა ზუდერნ-ლინდენში, შვეიცარია. 1904-08 წლებში სწავლობდა დაწყებითი სკოლის მასწავლებლის სპეციალობით. 1908 წელს ფრიდრიხ ფრობელის მეთოდებს გაეცნო და ფსიქოანალიზის იდეებს გაეზიარა. მოგვიანებით ჟენევის ნატიფი ხელოვნების სკოლაში სწავლობს, თუმცა მალევე ბერნში ბრუნდება, იქაური სწავლების მეთოდებით იმედგაცრუების გამო. მის დრო ბერნ-ჰოფვილის მასწავლებელთა აკადემიაში ერნსტ შნაიდერთან გაცილებით პროდუქტიული აღმოჩნდა, რამაც გავლენა იქონია შემდგომში ბაუჰაუზში მასწავლებლობის დროს.


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იოჰანეს_იტენი“-დან