იოჰანეს ვარესი
იოჰანეს ვარესი | |
ესტონეთის სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1-ლი თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 აგვისტო, 1940 – 29 ნოემბერი, 1946 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | ედუარდ პიალი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 ივნისი, 1940 – 25 აგვისტო, 1940 | |
პრეზიდენტი | კონსტანტინ პიატსი |
წინამორბედი | იური ულუოტსი |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
დაბადებული | 12 იანვარი, 1890 ვილიანდიმაა, ესტონეთი |
გარდაცვლილი | 29 ნოემბერი, 1946 ტალინი, ესტონეთის სსრ |
პოლიტიკური პარტია | სკკპ |
იოჰანეს ვარესი (ესტ. Johannes Vares; დ. 12 იანვარი, 1890, ვილიანდიმაა, ესტონეთი — გ. 29 ნოემბერი, 1946, ტალინი, ესტონეთის სსრ) — ესტონელი პოეტი და მწერალი, პოლიტიკური მოღვაწე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იოჰანეს ვარესმა დაამთავრა პიარნუს გიმნაზია, 1910–1914 წლებში სწავლობდა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. პირველი მსოფლიო ომის დროს 1915–1918 წლებში მსახურობდა სამხედრო ექიმად.
მონაწილეობდა 1918–1920 წლების ესტონეთის განმათავისუფლებელ ომში, კონსტანტინ პიატსის მიერ შექმნილი დროებითი მთავრობის მხარეს. 1920–1930-იან წლებში მუშაობდა პიარნუში ექიმად. 20-იანი წლბის დასაწყისში იწყება მისი ლიტერატურული კარიერა. იგი წერდა იოჰანის ბარბარუსის სახელწოდებით, მიეკუთვნებდა ლიტერატურული დაჯგუფების სიურუს რიგებს.
1940 წლის ივნის-აგვისტოში ხელმძღვანელობდა ესტონეთის მთავრობას. ხოლო ესტონეთის გასაბჭოების შემდეგ სიკვდილამდე იყო ესტონეთის სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე. 1940 წლის სექტემბრიდან ესტონეთის კომპარტიის ცკ-ის წევრია. 1941 წლიდან სსრკ-ის უმაღლესი სბჭოს დეპუტატია. 1941–1944 წლებში ემიგრაციაშია. გერმანელების უკან დახევის შემდეგ ესტონეთში ბრუნდება.
1946 წლის 29 ნოემბერს იპოვეს გარდაცვლილი კადრიორგის რეზიდენციაში აბაზანის იატაკზე. სავარაუდოდ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დაკრძალულია ტალინში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Johannes Vares Eesti ohvitseride andmekogus
- Jüri Liim. Kuklalasuga “enesetapp” – mõrvatud Järvamaa praosti Harald Meri materjalid. Kultuur ja Elu 2/2007.