იონას გრაიჩიუნასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იონას გრაიჩიუნასი
დაბადების თარიღი 10 ივნისი, 1903(1903-06-10)
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაცვალების თარიღი 1 აგვისტო, 1994(1994-08-01) (91 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვილნიუსი
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა  ლიტვა
ალმა-მატერი ვიტოვტი დიდის უნივერსიტეტი

იონას გრაიჩიუნასი (ლიეტ. Jonas Graičiūnas; დ. 10 ივნისი, 1903, თბილისი, — გ. 1 აგვისტო, 1994, ვილნიუსი) — ლიტველი პოეტი და მთარგმნელი.

დაიბადა თბილისში სამხედრო ინჟინრის ოჯახში. ბავშვობის წლებიც თბილისში გაატარა. 1906 წლიდან ცხოვრობდა ლიტვაში. 1923 წლიდან აქვეყნებდა საკუთარ თხზულებებს. არაერთი ლექსი უძღვნა საქართველოს („თბილისს“, „საქართველოს“ და სხვ.). მრავალი წელი იმუშავა „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნაზე, რასაც თვლიდა „სასიცოცხლო საქმედ“, „მოვალეობად მეორე სამშობლოს — საქართველოს წინაშე“. პოემა გამოვიდა 1971 წელს (მეორე გამოცემა — 1984, ე. მეჟელაიტისის წინასიტყვაობით). თარგმნა ვაჟა-ფშაველას ლექსები და პოემა „გიგლია“ (1973). 1949-1957 გადასახლებული იყო ციმბირში. 1967 წლიდან — ლიტვის მწერალთა კავშირის წევრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბოგომოლოვი ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 138.
  • ლიტვური პოეზიის გაზაფხული = The spring of lithuanian poetry : ლიტველი პოეტების ლექსები (თანაავტორი). - გორი, ფარნავაზი, 2009. - 100გვ.. - ISBN: 978-9941-9069-5-4

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]