იოანე პოლივოტელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

იოანე პოლივოტელიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 4 დეკემბერი, ახალი სტილით - 17 დეკემბერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღირსი იოანე პოლივოტელი სიყრმიდანვე მკაცრი, თავშეკავებული ცხოვრებითა და გულმოწყალებით გამოირჩეოდა. ამისთვის იგი პოლივოტის (ფრიგია) ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. წმინდანი უშიშრად ამხელდა ხატმბძროლ იმპერატორ ლეონ ისავრიელს (717-741). ღვთივსათნო ცხოვრებისათვის მას უფლისაგან სნეულთა კურნებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭი მიემადლა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.