ინტელექტი (გამომცემლობა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინტელექტი

გამომცემლობის ლოგო
სტატუსი აქტიური
დაარსდა 1994
ქვეყანა საქართველო
ოფიციალური საიტი https://intelekti.ge

ინტელექტი — ქართული გამომცემლობა. დაარსდა 1994 წელს. გამოსცემს სასკოლო სახელმძღვანელოებს ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სკოლებისთვის.

„ინტელექტი“ ყოველწლიურად 300-ზე მეტი დასახელების წიგნს ბეჭდავს. მათგან აღსანიშნავია მხატვრული და დოკუმენტური ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები; კლასიკური და თანამედროვე პროზა და პოეზია; მხატვრულ-დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურა როგორც ქართულ ენაზე შექმნილი, ისე თარგმნილი სხვადასხვა ენიდან. გამომცემლობას აქვს რამდენიმე საავტორო სერია. მათგან განსაკუთრებით პოპულარულია: ნობელის პრემიის ლაურეატები, 100 ლექსი, ჩანაწერები, ინტელექტი სკოლას. გამომცემლობა „ინტელექტი“ ყოველწლიურად მონაწილეობს რამდენიმე საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე და აქტიურად ეწევა ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]