ინკოტერმსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქვეყნები რომლებშიც მოქმედებს ინკოტერმსის ნაციონალური კომიტეტები

Incoterms (ინგლ. International Commercial Terms, საერთაშორისო სავაჭრო ტერმინები) — საერთაშორისო კომერციული ტერმინები და ინკოტერმსის წესები, რომელიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) მიერ მიერ, ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო კომერციულ ოპერაციებში. ინკოტერმსის წესებით გათვალისწინებულია სავაჭრო ტერმინები, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვას.

სექციების სია

ისტორია და თავისებურებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინკოტერმსის წესების პირველი რედაქცია საერთაშორისო სავაჭრო პალატის (International Chamber of Commerce, ICC) მიერ 1936 წელს იქნა მიღებული, რომელსაც შემდგომში „ინკოტერმს 1936“ („Incoterms 1936“) ეწოდა. მოგვიანებით, აღნიშნულ წესებში რამდენიმეჯერ იქნა შეტანილი შესწორებები და დამატებები 1953, 1967, 1976, 1980, 1990, 1998, 2000 და 2010 წლებში. შესაბამისად, ისინი სავაჭრო პრაქტიკაში ცნობილია „ინკოტერმს 1953“, „ინკოტერმს 1967“ და ა.შ. სახით. მერვე ვერსია „ინკოტერმსი - 2010“ გამოქვეყნდა 2011 წლის 1 იანვარს.

ინკოტერმსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინკოტერმის წესები აღინიშნება სამი ასოსგან შემდგარი სერიით, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავენ ამოცანებს, დანახარჯებსა და რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის ტრანსპორტირებასა და მიწოდებასთან. ინკოტერმსის წესები მიღებულია და აღიარებულია მრავალი ქვეყნის მთავრობების მიერ საერთაშორისო ვაჭრობის ტერმინების ასახსნელად.

„ინკოტერმს 2000“ საყურადღებოა იმ მხრივაც, რომ მისი შემუშავების დროს სამუშაო ჯგუფში წარმოიშვა იდეა - მომხდარიყო ინკოტერმსში გაერთიანებულ ტერმინთა დიფერენცირება 4 საბაზისო კატეგორიად, რაც გაადვილებდა აღნიშნულ ტერმინთა წაკითხვა-აღქმას. აღნიშნული დაყოფის კრიტერიუმებად აღებულ იქნა არა მხოლოდ ტერმინთა საწყისი ასოები, არამედ მისი ძირითადი დამახასიათებელი ნიშან-თვისებები.

პირველ კატეგორიაში გაერთიანდა ის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს გამყიდველის მიერ უშუალოდ თავის შენობაში მყიდველისათვის ტვირთის გადაცემას (ე.წ. „E“ ტერმინები).
მეორე კატეგორიაში გაერთიანებულია ის ტერმინები, რომლებიც გამყიდველს ავალდებულებს მიიტანოს ტვირთი მყიდველის მიერ მითითებულ გადამზიდველთან (ე.წ. „F“ ტერმინები).
მესამე კატეგორია მოიცავს ე.წ. „C“ ტერმინებს, რომლის მიხედვითაც გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს სატრანსპორტო დანახარჯების ღირებულება, მაგრამ იგი თავის თავზე არ იღებს ტვირთის შემთხვევითი დაღუპვის ან განადგურების რისკს, აგრეთვე იმ დამატებით ხარჯებს, რაც შეიძლება წარმოიშვას გემზე დატვირთვისა და გაგზავნის შემდეგ.
მეოთხე, „D“ კატეგორია ითვალისწინებს გამყიდველის მიერ მყიდველისათვის საქონლის მიწოდების ადგილამდე ყველა ხარჯს და ტვირთის შემთხვევითი დაღუპვისა და განადგურების რისკს (ე.წ. „D“ ტერმინები).

ქვემოთ მოყვანილია ყველა, შქმნის დღიდან მოყოლებული ინკოტერმსის დღემდე არსებული ტერმინები. ზოგიერთი მათგანი დღესდღეობით გაუქმებულია.

E-ტერმინი - გადაცემის ტერმინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

EXW (ex works) ქარხნიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ინკოტერმსი მინიმალურად ამცირებს გამყიდველის ვალდებულებებს, მაშინ როცა მთელი პასუხისმგებლობა ტვირთის დანიშნულების ადგილამდე გადასატანად ეკისრება მყიდველს. გამყიდველი მოვალეა დაეხმაროს მყიდველს საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებაში და პასუხს აგებს მყიდველის წინაშე, არასწორი დატვირთვის გამო. მყიდველს ეკისრება ყველა რისკი და ხარჯი საქონლის შენობიდან დანიშნულების ადგილზე მიტანისათვის.

F-ტერმინი - ტრანსპორტირების ფულს გამყიდველი არ იხდის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

FCA (free carrier) თავისუფალი ექსპედიტორამდე მიტანიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამყიდველის ვალდებულება მყიდველისათვის საქონლის მიწოდებაზე შესრულებულად ითვლება, თუ იგი გადასცემს ექსპორტისათვის მომზადებულ საქონელს მყიდველის მიერ არჩეულ ტვირთის გადამტანთან მითითებულ მისამართზე.

FAS (free alongside ship) თავისუფალი პორტში მიტანიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

FOB (free on board) თავისუფალია გემბანის ბორტზე დადებიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამყიდველის მიერ მყიდველისათვის საქონლის მოწოდების ვალდებულება შესრულებულად ითვლება, როდესაც საქონელი გადაჰკვეთს გემის კიდეს დასახელებული ჩატვირთვის პორტში. ამ მომენტიდან ტვირთვის შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი ეკისრება მყიდველს. გარდა ამისა, FOB-ი გულისხმობს გამყიდველის მიერ საქონლის ექსპორტისათვის მომზადებას.

მოცემული ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და შიდასახმელეთო საწყალოსნო გადაზიდვების შემთხვევაში.

C-ტერმინი - ტრანსპორტირების ფულს გამყიდველი იხდის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

CFR (cost and freight) ხარჯები და ფრახტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამყიდველის მოვალეობაა, გადაიხადოს საქონლის დანიშნულების პორტში ჩატანისათვის აუცილებელი ხარჯი და დაფრახტვის ღირებულება, მაგრამ მას არ ეკისრება ტვირთის შემთხვევითი დაღუპვის ან განადგურების რისკი. გარდა ამისა, გამყიდველს არ ეკისრება იმ ხარჯების გადახდა, რომელიც გამოწვეულია ტვირთის გემბანზე მოთავსების შემდეგ წარმოქმნილი მოვლენებით. გამყიდველს ეკისრება აგრეთვე საქონლის ექსპორტისათვის მომზადება.

მოცემული ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და შიდასახმელეთო საწყალოსნო გადაზიდვების შემთხვევაში.

CIF (cost, insurance, freight) ხარჯები, დაზღვევა და ფრახტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოცემული ტერმინის შემთხვევაშიგამყიდველს ეკისრება იგივე ვალდებულებები, რაც CFR ტერმინის შემთხვევაში, პლუს საზღვაო დაზღვევის უზრუნველყოფა მყიდველის მიერ საქონლის ტრანსპორტირების პერიოდში ტვირთის შემთხვევით დაღუპვის ან განადგურების შემთხვევაში. გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო პრემია. ამ შემთხვევაში, იგი უზრუნველყოფს დაზღვევას მინიმალური დაფარვით

მოცემული ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და შიდასახმელეთო საწყალოსნო გადაზიდვების შემთხვევაში.

CPT (carriage paid to ...) ფრახტისგან თავისუფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამყიდველი იხდის ფრახტს საქონლის დასახელებულ ადგილამდე ტრანსპორტირებისათვის. ტვირთის შემთხვევით დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მყიდველს იმ მომენტიდან, როდესაც იგი საქონელს გადამტანს ჩააბარებს. საქონელს ექსპორტისათვის ამზადებს გამყიდველი.

CIP (carriage and insurance paid to ...)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოცემული ტერმინის გამოყენებისას გამყიდველს აქვს იგივე ვალდებულება, რაც CPT-ის შემთხვევაში. გარდა ამისა, გამყიდველი იხდის ტრანსპორტირების პერიოდში ტვირთის დაზღვევისათვის საჭირო სადაზღვევო პრემიას. იგი ამზადებს აგრეთვე ტვირთს ექსპორტისათვის.

D-ტერმინი - მიტანის ტერმინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

DAF (delivered at frontier)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამყიდველი ასრულებს ტვირთის ჩატანის ვალდებულებას, როდესაც იგი ექსპორტისათვის მომზადებულ საქონელს საზღვართან დასახლებულ პუნქტსა თუ ადგილში ათავსებს - მიმდებარე ქვეყნის საბაჟომდე.

DAT (delivered at terminal) გადაზიდვა ტერმინალზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაზიდვა ტერმინალზე (პორტის ტერმინალის ან დანიშნულების ადგილის დასახელება) გამყიდველი იხდის ტერმინალამდე გადაზიდვისთვის, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც მიეკუთვნება იმპორტის ანგარიშწორებას და კისრულობს ყველანაირ რისკს ტვირთის ტერმინალში დაცლამდე

DAP (delivered at place) მიტანის ადგილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიტანის ადგილი (დანიშნულების ადგილის დასახელება) გამყიდველი იხდის გადაზიდვის გადასახადს მითითებულ ადგილამდე, გარდა საფასურს დაკავშირებულს იმპორტის ანგარიშსწორებისა, პასუხისმგებლობაში იღებს ყველა რისკს მანამდე სანამ ტვირთს არ გადმოტვირთავს მყიდველი.

DES (delivered ex ship)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამყიდველი ასრულებს ტვირთის მიწოდების ვალდებულებას. ამ დროს იგი იმპორტისათვის მომზადებულ საქონელს მყიდველს დანიშნულების პორტში გემბანზე აწვდის. მოცემულ პორტამდესაქონლის მიწოდების რისკი და ხარჯები გამყიდველს ეკისრება

DES ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და შიდასახმელეთო საწყალოსნო გადაზიდვების შემთხვევაში.

DEQ (delivered ex quay)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამყიდველის მოვალეობა ჩაიტანოს საქონელი შესრულებულად ითვლება, როდესაც იგი უზრუნველყოფს მყიდველს იმპორტისათვის მომზადებული საქონლით დანიშნულების პორტის სანაპიროზე. საქონლის მოცემულ ადგილამდე მიტანისათვის ყოველგვარი ხარჯი (გადასახადები და ა.შ.) და ნივთის დაღუპვის ან განადგურების რისკი უნდა იკისროს გამყიდველმა.

აღნიშნული ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და შიდასახმელეთო საწყალოსნო გადაზიდვების შემთხვევაში.

DDU (delivered duty unpaid) მიწოდება განბაჟებამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამყიდველის მიერ ტვირთის მიწოდების ვალდებულება შესრულებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც იგი უზრუნველყოფს მყიდველს იმპორტირების ქვეყანაში საქონლის დანიშნულების ადგილას მიტანას. საქონლის დანიშნულ ადგილას მიტანისათვის ყოველგვარი ხარჯი, რისკი, ღირებულება (გარდა საბაჟო გადასახადებისა და სხვა ხარჯებისა რაც აუცილებელია იმპორტირებისათვის) უნდა იკისროს გამყიდველმა. თუ მყიდველმა ვერ მოამზადა საქონელი იმპორტისათვის, მან უნდა იკისროს აქედან გამომდინარე დამატებითი ხარჯები.

DDP (delivered duty paid) მიწოდება განბაჟებით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამყიდველის მოვალეობა, მიაწოდოს ტვირთი, შესრულებულად ითვლება, როდესაც იგი მყიდველს საქონლით უზრუნველყოფს დანიშნულ ადგილას - იმპორტირების ქვეყანაში. მოცემულ ადგილას მიტანამდე საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან განადგურების რისკი, აგრეთვე ყველა ხარჯი და გადასახადი, ეკისრება გამყიდველს.

ინკოტერმს 2000[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინკოტერმს 2000 შედგებოდა 13 ტერმინისაგან:

ინკოტერმს 2000 სატვირთოზე დატვირთვა ექსპორტი-განბაჟება ტრანსპორტირება საექსპორტო პორტამდე სატვირთოს გადმოტვირთვა საექსპორტო პორტში დატვირთვის მოსაკრებელი საექპორტო პორტში ტრანპორტირება იმპორტიორ პორტში გადმოტვირთვის მოსაკრებელი იმპორტიორ პორტში სატვირტოზე გადატვირთვა იმპორტიორ პორტში ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე დაზღვევა იმპორტი-განბაჟება იმპორტი-გადასახადის გადახდა
EXW მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი
FCA გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი
FAS გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი
FOB გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი
CFR გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი
CIF გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი გამყიდველი მყიდველი მყიდველი}
CPT გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი
CIP გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი მყიდველი მყიდველი გამყიდველი გამყიდველი მყიდველი მყიდველი
DAF გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი
DES გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი
DEQ გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი
DDU გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი
DDP გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი მყიდველი გამყიდველი გამყიდველი

ინკოტერმს 2010[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წესები ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტისათვის:

ინკოტერმს 2010 მიერ განსაზღვრული გადაზისვის 7 პირობა:

  1. EXW — Ex Works (მიწოდების ადგილის დასახელება).
  2. FCA — Free Carrier (გადაზისვის ადგილის დასახელება).
  3. CPT — Carriage paid to გადაზიდვა ანაზღაურებულია...მდე (დანიშნულების ადგილის დასახელება).
  4. CIP — Carriage and Insurance Paid to გადაზიდვა და დაზღვევა ანაზღაურდება...მდე ( დანიშნულების ადგილის დასახელება).
  5. DAT — Delivered at Terminal გადაზიდვა ტერმინალზე (პორტის ტერმინალის ან დანიშნულების ადგილის დასახელება).
  6. DAP — Delivered at Place მიტანის ადგილი (დანიშნულების ადგილის დასახელება).
  7. DDP — Delivered Duty Paid მიწოდება განბაჟებამდე (დანიშნულების ადგილის დასახელება).

წესები საზღვაო ტრანსპორტისათვის ინკოტერმს 2010 მიერ განსაზღვრული საზღვაო გადაზისვის ოთხი პირობა:

  1. FAS — Free Alongside Ship (გადამზიდი პორტის დასახელება).
  2. FOB — Free on bord (დატვირთვის პორტის დასახელება).
  3. CFR — Cost and Freight (დანიშნულების პორტის დასახელება).
  4. CIF — Cost, Insurance and Freight (დანიშნულების პორტის დასახელება).
ინკოტერმს 2010 ექსპორტი-განბაჟება ტრანსპორტირება საექსპორტო პორტამდე სატვირთოს გადმოტვირთვა საექსპორტო პორტში დატვირთვის (საავტ./თვითმფ.) მოსაკრებელი საექპორტო პორტში ტრანპორტირება (საზღვაო/საჰაერო) იმპორტიორ პორტში დაზღვევა გადმოტვირთვის მოსაკრებელი იმპორტიორ პორტში სატვირტოზე გადატვირთვა იმპორტიორ პორტში ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე იმპორტი-განბაჟება იმპორტი-გადასახადის გადახდა
EXW მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი
FCA გამყიდველი გამყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი
FAS გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი
FOB გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი
CPT გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი მყიდველი მყიდველი/გამყიდველი მყიდველი/გამყიდველი გამყიდველი მყიდველი მყიდველი
CFR გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი მყიდველი მყიდველი/გამყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი
CIF გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი მყიდველი/გამყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი
CIP გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი მყიდველი/გამყიდველი მყიდველი/გამყიდველი გამყიდველი მყიდველი მყიდველი
DAT გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი მყიდველი/გამყიდველი გამყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი მყიდველი
DAP გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი მყიდველი/გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი მყიდველი მყიდველი
DDP გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი მყიდველი/გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი გამყიდველი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]