ინვერსია (ენათმეცნიერება)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ინვერსია (მრავალმნიშვნელოვანი).

ინვერსია (ლათ. inversio — გადასმა) — ამა თუ იმ ენისთვის დამახასიათებელი სიტყვათრიგის შეცვლა. მაგ., თანამედროვე ქართულისათვის ჩვეულებრივია მსაზღვრელის დასმა საზღვრულის წინ, მაგ., „გულსაკლავი დაცინვა“; მაგრამ შასაძლებელია რიგი შეცვალონ: „...და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი“ (გ. ტაბიძე).

ქართულ წინადადებაში სიტყვათა განლაგება არ არის მტკიცე (გრამატიკულად შეპირობებული), მაგრამ მაინც არსებობს ჩვეულებრივი რიგი: ქვემდებარე — წინადადების თავში, შემასამენელი — ბოლოში. დანარჩენი წევრების განლაგებაც მეტ-ნაკლებად განსაზღვრულია.

2. ქართული გარდამავალი ზმნის უღვლილებაში — სუბიექტურ და ობიექტურ პირთა ნიშნების ფუნქციების ურთიერთშენაცვლება მწკვრივთა (ნაკვთთა) III სერიაში; გავაკეთე — გამიკეთებია; წამიყვანა — წავუყვანივარ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 5, გვ. 163, თბ., 1980.