ინგლის-ჰოლანდიის ომი (1672-1674)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტექსელის ბრძოლა

ინგლის-ჰოლანდიის ომი — ომი ინგლისსა და შეერთებულ პროვინციებს (ჰოლანდიის რესპუბლიკა) შორის. ამ შემთხვევაში ინგლისი გამოდიოდა საფრანგეთის მოკავშირედ ჰოლანდიის ომში (1672–1678).

ადმირალ მიხეილ რეიტერის გამარჯვება 1673 წლის აგვისტოში ტექსელთან ბრძოლაში, ანტიფრანგული კოალიციის შექმნამ და ინგლისის გავლენიან წრეებში ომის არაპოპულარობამ გამოიწვია ინგლისის ომიდან გამოსვლა. უესტმინსტერის საზავო ხელშეკრულებამ (19 თებერვალი, 1674) ძალაში დატოვა ბრედის ზავი. აღნიშნული ომის შედეგად ჰოლანდია დასუსტდა და სავაჭრო-კოლონიური პირველობა ინგლისმა მოიპოვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]