ინგლის-ჰოლანდიის ომი (1672-1674)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტექსელის ბრძოლა

ინგლის-ჰოლანდიის ომი — ომი საფრანგეთსა და შეერთებულ პროვინციებს (ნიდერლანდების რესპუბლიკა) შორის მსოფლიო ვაჭრობასა და კოლონიებში ჰეგემონიისათვის.

ამჯერად ჰოლანდიის მთავარ მოწინააღმდეგედ საფრანგეთი გამოდიოდა. ადმირალ მიხეილ რეიტერის გამარჯვება 1673 წლის აგვისტოში ტექსელთან ბრძოლაში, ანტიფრანგული კოალიციის შექმნამ და ინგლისის ბურჟუაზიულ წრეებში ომის არაპოპულარობამ გამოიწვია ინგლისის ომიდან გამოსვლა. უესტმინსტერის საზავო ხელშეკრულებამ (1674) ძალაში დატოვა ბრედის ზავი. აღნიშნული ომის შედეგად ჰოლანდია დასუსტდა და სავაჭრო-კოლონიური პირველობა ინგლისმა მოიპოვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]