ინგა და ანუშ არშაკიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ინგა და ანუშ არშაკიანები
Ինգա և Անուշ Արշակյաններ
დები არშაკიანები
Inga and Anush Arshakyans studio photosession.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი

18 მარტი 1982 (38 წლის) (ინგა)

24 დეკემბერი 1980 (39 წლის) (ანუშ)
დაბ. ადგილი ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი
წარმოშობა ერევანი, სომხეთი
ეროვნება სომეხი
ჟანრ(ებ)ი

ფილკლორი; ტრადიციული მუსიკა;

ფოლკლური როკი.
აქტიური 2000-დან დღემდე
საიტი ingaanush.am
ინგა და ანუშ არშაკიანები ვიკისაწყობში

ინგა და ანუშ არშაკიანები (სომხურად: Ինգա և Անուշ Արշակյաններ) ან დები არშაკიანები (სომხურად: Արշակյան քույրեր), — მომღერლები სომხეთიდან, რომლებიც ფოლკლორის ჟანრში მოღვაწეობენ. დებმა წარმოადგინეს სომხეთი ევროვიზიის 2009 წლის სიმღერის კონკურსზე, საბოლოო შედეგების მიხედვით კი - ფინალში მე-10 ადგილი დაიკავეს.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანუში დაიბადა 1980 წლის 24 დეკემბერს ერევანში. დაამთავრა ს. ასლამაზიანის სახელობის მუსიკალური სკოლა ფორტეპიანოს სპეციალობით. 1994 წელს იგი პირველ ადგილზე გავიდა და მიენიჭა აუდიტორიის პრიზი ომსკში ჩატარებულ კონკურსში "Sonorous Voices". ამ პერიოდში მან დაიწყო საკუთარი თავის, როგორც მწერლის და კომპოზიტორის წარმოჩენა. მან ჩააბარა ა. ბაბაჯანიანის სახელობის კოლეჯში, ფორტეპიანოს სპეციალობით, რომელიც 2001 წელს ოფიციალურად დაასრულა. 1999 წელს მისი, როგორც სოლისტის დებიუტი შედგა სომხეთის ფილარმონიის სცენაზე ფილარმონიის ორკესტრთან და გუნდთან ერთად. 2001 - 2005 წლებში სწავლობდა ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიაში და დაამთავრა ჯაზ – ვოკალის განხრა.

მისი და ინგა დაიბადა 1982 წლის 18 მარტს, ერევანში. მან ასევე დაამთავრა ს. ასლამაზიანის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი და ა. ბაბაჯანიანის სახელობის სამუსიკო კოლეჯი 1997 წელს. თავის დისგან განსხვავებით, მან ვიოლინოს სპეციალობა აირჩია. სწავლის პარალელურად მუშაობდა გ. აჩემიანის ვიოლინოს ანსამბლში. მან ანსამბლთან ერთად მოიარა სომხეთის პროვინციები. 1998 წელს ინგა შეუერთდა თავის დას და მათ ერთად დაიწყეს მუშაობა. მათ რეპერტუარში იყო არა მხოლოდ დუეტები, არამედ არიებიც, სადაც ვიოლინოს დიდი როლი აკისრია. ინგა მის დას გაჰყვა ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ჯაზის ვოკალის კლასში, რომელიც დაამთავრა 2005 წელს.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წელს ინგა და ანუში სომხეთის სიმღერის სახელმწიფო თეატრში მოხვდნენ. ორივემ შეასრულა ეროვნული, ეთნიკური და ა. გრიგორიანისა და ანუშის მიერ დაწერილი სიმღერები. ისინი სომხეთის ბევრ ქალაქში გამოდიოდნენ, როგორც სოლისტები.

2002 წლის სექტემბერში ისინი გაემგზავრნენ შეერთებულ შტატებში საკონცერტო ტურნეზე თეატრის სოლისტებთან ერთად. ლოს ანჯელესის "ალექსის" თეატრში კონცერტების დასრულების შემდეგ დებმა დაუყოვნებლივ მიიღეს სოლო კონცერტებით იმავე სცენაზე გამოსვლის შეთავაზება. დები გამოვიდნენ თეირანშიც.

2003 წლის მარტში "ალექსის" თეატრში შედგა ინგასა და ანუშის სოლო კონცერტები. ამავე დროს გამოვიდა მათი პირველი ალბომი ჩვენ და ჩვენი მთები. ამას მოჰყვა მოწვევა სცენაზე იმავე პროგრამით გამოსვლის შესახებ ნიუ იორკში, ტორონტოში, არგენტინასა და პარიზში. ნოემბერშივე მათ თეატრს ტავი დაანებეს და დამოუკიდებლად მუშაობა დაიწყეს.

ალბომის გამოსვლის შემდეგ, ისინი გამოდიოდნენ გასტროლებზე აშშ-ში, თეირანში, ლონდონში, პარიზში, რუსეთსა და გერმანიაში. 2008 წლიდან ინგა და ანუშ არშაკაიანი თანამშრომლობდნენ შპს შარმ ჰოლდინგთან.

21 მაისს, ინგა და ანუშმა დაიწყეს ტური თავიანთი ალბომის ,,ჩემი მიწის გულისცემა" პოპულარიზაციის მიზნით. ერევნის გარდა, დებმა ალბომი წარადგინეს სირიაში, ბეირუთსა და რუსეთში.[1][2][3]

ევროვიზია 2009[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხურმა საზოგადოებამ 2009 წელს ინგა და ანუშ არშაკიანები აირჩია ევროვიზიაზე გამომსვლელებად. ეს კონკურსი მოსკოვში ჩატარდა, სადაც დებმა სიმღერა ,,ჯან ჯან" შეასრულეს.[4][5]

”ჩვენი სიმღერა ევროვიზიისთვის დაწერილია ფოლკლორის ჟანრში, თანამედროვე მუსიკალური ტენდენციების ელემენტებით” - თქვა ანუშ არშაკიანმა პრესკონფერენციაზე მოსკოვში გამგზავრების წინ. ”სომხეთის მსგავსი პატარა ქვეყნები ყოველთვის უნდა მონაწილეობდნენ ისეთ კონკურსებში, როგორიცაა ევროვიზია, რომ თავიანთი კულტურა წარუდგინონ მსოფლიოს”, - თქვა მომღერალმა. ”საკონკურსო წარმატება არა მხოლოდ მხატვრებზეა დამოკიდებული, არამედ ჩვენი მხრიდან ჩვენ შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ მოსკოვში გამარჯვების მისაღწევად”, - თქვა ანუშ არშაკიანმა და დასძინა, რომ ისინი დაუყოვნებლივ დაიწყებდნენ მზადებას.

კონკურსანტები ევროვიზიის ფინალშიც გადავიდნენ და საბოლოო შედეგების მიხედვით (92 ქულით) მე-10 ადგილი დაიკავეს.

ევროვიზია 2015[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგამ სომხეთი კვლავ წარმოადგინა ევროვიზიის 2015 წლის კონკურსზე, როგორც ჯგუფ გენიალოგიის (Genealogy) წევრმა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Archived copy". Archived from the original on 28 June 2018. Retrieved 12 November 2010.
  2. "Archived copy". Archived from the original on 8 October 2018. Retrieved 12 November 2010.
  3. "Archived copy". Archived from the original on 8 October 2018. Retrieved 12 November 2010.
  4. Klier, Marcus (14 February 2009). "Armenia: Eurovision entrant chosen". ESCToday. Retrieved 14 February 2009.
  5. Brey, Marco (14 February 2009). "Armenia decided - Inga & Anush to Moscow". EBU. Retrieved 14 February 2009.