ინგავის ბრძოლა
ინგავის ბრძოლა — შეტაკება 1841 წლის 18 ნოემბერს ბოლივიის ქალაქ ინგავიში, სადაც ბოლივიის არმიამ, ხოსე ბალივიანის მეთაურობით დაამარცხა პერუს არმია, რომელსაც აგუსტინ გამარა ხელმძღვანელობდა. იგი ამ ბრძოლაში დაიღუპა.
ბრძოლა პერუ-ბოლივიის 1841 - 1842 წლებში მიმდინარე ომის ნაწილად მიიჩნევა.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პერუ-ბოლივიის კონფედერაციის დაშილის შემდეგ, პერუს პრეზიდენტმა აგუსტინ გამარამ მიიღო ბოლივიის დაპყრობის გადაწყვეტილება, უნდოდა რა გამოეყენებინა ბოლივიის მთავრობაში არსებული ქაოსი.[1] აქ ქვეყნის სათავეების მართვის ხელში ჩასაგდებად სამი ადამიანი იბრძოდა: ხოსე მარიანო სერანო, ხოსე-მიგელ დე ველასკო და ხოსე ბალივიანი. პერუდან მომდინარე საფრთხის გაცნობიერებისას, ისინი ბალივიანის გარშემო გაერთიანდნენ.
შედგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1841 წლის 18 ნოემბერს, აგუსტინ გამარას სიკვდილის შემდეგ, პერუს არმიამ ბოლივია დატოვა. ამ ამბავმა ლიმაში დიდი ქაოსი გამოიწვია, სადაც ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი, მანუელ მენენდესი იბრძოდა. ის მალე დაამარცხა ხუან კრისოსტომო ტორიკო გონსალესმა. ეს იყო პერუს მხრიდან ბოლივიაზე კონტროლის დამყარების უკანასკნელი მცდელობა.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Estados Unidos y el mar boliviano დაარქივებული 2008-03-27 საიტზე Wayback Machine.
- La Batalla de Ingavi
- Elecciones Perú 2001 - La Confederación Peruano-Boliviana დაარქივებული 2008-03-11 საიტზე Wayback Machine.
- Iniciación de la República Peruana
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Biografías de Bolivianos Célebres. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-26. ციტირების თარიღი: 2011-03-21.