შინაარსზე გადასვლა

იმპასი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბრიჯში და მსგავს ბანქოს თამაშებში ტექნიკური ილეთი, რომელიც საშუალებას აძლევს მოთამაშეს გააკეთოს აღება ოპონენტების კარტების იღბლიანი განლაგების საშუალებით. თუ იმპასი წარმატებულია, ამბობენ რომ იგი გავიდა, ხოლო თუ წარუმატებელია, ამბობენ, რომ იგი არ გავიდა.

უბრალო იმპასი არის ტექნიკური ილეთი, რომლის საშუალებითაც ხორციელდება დამატებითი აღება თუ იმპასი გადის.

♠ A Q
 
♠ 7 2

თუ სვლა აქვს სამხრეთს (გამთამაშებელი), მაშინ მან შეიძლება ითამაშოს ქალისკენ, ანუ წავიდეს პატარა ♠ ხელიდან მაგიდისკენ. თუ ბაბუ დასავლეტს ჰყავს (ანუ იმპასი გადის), მაშინ ჩრდილოეთ-სამხრეთი გააკეთებენ 2 აღებას (ტუზზე და ქალზე), ისე რომ ვისტიორები ვერ გააკეთებენ ვერცერთს (გასაგებია, რომ თუ დასავლეთი ბაბუს ითამაშებს პირველ წრეზე, მაშინ გამთამაშებელი ტუზით გააკეთებს აღებას).

ორმაგი იმპასი არის იმპასი, რომელიც ტარდება ორი ფიგურის მიმართ. მაგალითად:

♠ A Q 10
 
♠ 7 4 3

თუ სვლა აქვს სამხრეთს (გამთამაშებელი), მაშინ ის თამაშობს ხელიდან პატარას და მაგიდაზე დებს 10♠. თუ ეს აღება გადის, მაშინ იგი ბრუნდება ხელში და თამაშობს პატარა ♠ ქალისკენ. შედეგად, თუ ბაბუც და ვალეტიც დასავლეთს ჰყავს, გამთამაშებელი გააკეთებს 3 აღებას, ისე რომ ვისტიორები ვერ გააკეთებენ ვერცერთს (ამის ალბათობა 25%-ს შეადგენს). თუ დასავლეთს ორი ფიგურიდან (ბაბუ და ვალეტი) ერთ-ერთი მაინც ჰყავს (ამის ალბათობა 75%-ს შეადგენს), მაშინ ასეთი თამაშით გამთამაშებელი გაალეთებს 2 აღებას, ხოლო ვისტიორები გააკეთებენ ერთს.

ღრმა იმპასი არის მანევრი, რომელიც იძლევა საშუალებას გაკეთდეს ზედმეტი აღება, თუ ვისტიორების ორ სპეციფიკური კარტი არის კარგად განლაგებული. მაგალითად:

♠ A K 10
 
♠ 7 4 3

სამხრეთი თამაშობხ ხელიდან მაგიდისკენ, და დებს 10♠, თუ დასავლეთი თამაშობს პატარა♠. შედეგად გამთამაშებელი გააკეთებს ზედმეტ აღებას, თუ ყვავის ვალეტიც და ქალიც დასავლეთს ჰყავს.




wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იმპასი“-დან