ილუზიების მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ილუზიების მუზეუმი
დაარსდა 2018
მდებარეობა თბილისი, საქართველო.
სტატუსი გასართობი

ილუზიების მუზეუმი — მუზეუმი საქართველოში, რომელიც დაარსდა 2018 წელს თბილისში. ილუზიების მუზეუმი წარმოადგენს როგორც სოციალურ, ასევე გასართობ სივრცეს ილუზიების სამყაროში მოგზაურობისთვის. სადაც ყველა თაობის წარმომადგენელი აღფრთოვანებული დარჩება. ეს არის იდეალური ადგილი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გართობისა და ახალი შთაბეჭდილებებისთვის. ილუზიების მუზეუმი გაგაოცებთ და დაგაჯერებთ, რომ ნაბიჯის გადადგმა მყარ და სტაბილურ ზედაპირზე, ბრუნავი ცილინდრისკენ არც თუ ისე მარტივია, ასევე იხილავთ დეფორმირებულ გამოსახულებას მრუდ სარკეების ოთახში, გაუწევთ წინააღმდეგობას მიზიდულობის კანონს და იხილავთ სხვა მრავალ ილუზიას.

მუზეუმში საოცარი და სახალისო ხერხებით, ინფორმაცია მარტივადაა გადმოცემული ხედვის, აღქმის, ადამიანის გონებისა და მეცნიერების შესახებ დაუფრო ადვილია ახსნათ რატომ ხედავს ჩვენი თვალები იმას, რასაც ვერ აღიქვამს ჩვენი გონება, ასევე მოინახულებთ სათამაშო ოთახს, რომელიც სავსეა დამაინტრიგებელი და ამავე დროს საგანმანათლებლო თამაშებითა და გამოცანებით. მუზეუმში ბევრ გონების ისეთ სავარჯიშოს გადაეყრებით, რომლის ამოხსნაც არც თუ ისე მარტივია. მუზეუმი ნათლად ამტკიცებს იმ მოსაზრებას, რომ არაფერია ისეთი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]