ილია ნიჟნიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ილია ნიჟნიკი

ილია ნიჟნიკი
ქვეყანა (სპორტი) უკრაინის დროშა უკრაინა
ეროვნება უკრაინელი
დაბადების თარიღი 27 სექტემბერი, 1996 (1996-09-27) (26 წლის)
დაბადების ადგილი ვინიცია, უკრაინა
წოდება დიდოსტატი (2011)
ფიდე რეიტინგი 2692 (მაისი 2022)
მაქსიმალური რეიტინგი 2692 (მაისი 2022)

ილია ნიჟნიკი ((უკრ. Ілля Нижник), (ინგლ. Illia Nyzhnyk) დ. 27 სექტემბერი, 1996, ვინიცია, უკრაინა ― უკრაინელი მოჭადრაკე, დიდოსტატი (2011).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილია ნიჟნიკი 1996 წლის 27 სექტემბერს ვინიციაში დაიბადა. ილია ნიჭიერი ბავშვი იყო, 3 წლისამ კითხვა ისწავლა, ხოლო ოთხისამ ჭადრაკის თამაში. 2000 წელს ბებიამ ადგილობრივ საჭადრაკო სკოლაში მიიყვანა. 8 წლამდე მიხაილ შაფირასთან ემზადებოდა, ხოლო შემდეგ წვრთნა საერთაშორისო ოსტატ ნიკოლაი ბოდნარასთან გააგრძელა. სწავლობდა ვინიციის მე-17 ფიზიკა-მათემატიკის გიმნაზიაში.

2005 წელს უკრაინის 10 წლამდელებში გახდა ჩემპიონი. 2006-ში უკრაინის ორ ასაკობრივ კატეგორიაში მოიგო ოქროს მედალი: 10 და 12 წლამდელებში. 2007 წელს შიბენიკში ევროპის 12 წლამდელებში აიღო პირველი ადგილი, ხოლო ამავე ასაკის კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე იყო. 10 წლისამ Moscow Open-ზე B ჯგუფი 9 შესაძლებლობიდან 8,5 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი აიღო[1]. ამ წარმატებით მოძრავ რეიტინგში 2633 პუნქტი მოაგროვა, რაც დიდოსტატის თანრიგი იყო. 2008-ში 16 წლამდელებშიც ორი ოქროს მედალი აიღო, ჯერ ოდესაში უკრაინის ჩემპიონი გახდა, ხოლო შემდეგ ჰერცეგ-ნოვიში ევროპის. იმავე წელს კიევში „ნაბოკოვის მემორიალი“ მოიგო, 11 პარტიიდან 8,5 ქულა დააგროვა და დიდოსტატის პირველი ნორმა შეასრულა.

2009 წლის იანვრის რეიტინგში 2504 პუნქტს უწია, რაც 12 წლის ასაკში სარეკორდოა. დეკემბერში ნიდერლანდებში Schaakfestival Groningen tournament მოიგო და ცოცხალ რეიტინგში 2741 პუნქტს მიაღწია. 2010 წელს უკრაინის 20 წლამდელებში გახდა ჩემპიონი, შვებიშ-გმიუნდის ტურნირზე კი პირველ-მეხუთე ადგილები გაიყო. დეკემბერში Schaakfestival Groningen tournament-ზე 9-დან 6,5 ქულით პირველ-მეექვსე ადგილებს დასჯერდა, თუმც ტაი-ბრეიკში ყველას აჯობა და გამარჯვებულიც გახდა. ამ წარმატებით დიდოსტატის მესამე ნორმა შეასრულა და იმ დროისთვის მოქმედ მოჭადრაკეებში ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი გახდა[2]. მაშინ ილია 14 წლისა და სამი თვის იყო. 2011 წლის იანვარში ვეიკ ან ზეში Tata Steel Chess Tournament-ის C ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, 13 შესაძლებლობიდან 8,5 ქულით[3] |accessdate=1 January 2011}}</ref>. Reykjavík Open-ზე პირველ-მეექვსე ადგილები გაინაწილა[4]. მეორე ადგილებს დასჯერდა გრან კანარიის ტურნირზე და კიევში თანამეგობრობის თასზე.

2012 წლის იანვარში ვეიკ ან ზეში Tata Steel Chess Tournament-ის B ჯგუფში მე-7 ადგილს დასჯერდა. ნიჟნიკმა 5 პარტია მოიგო, 3 წააგო და 5 ყაიმით დაასრულა. მარტში პლოვდივში ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მოსინჯა ძალები, თუმც წარუმატებლად. მან 4 პარტიაში იმარჯვა, 1 წააგო, 6 ყაიმით დაასრულა და 348 მონაწილეს შორის 37-66-ე ადგილებს დასჯერდა.

მომდევნო წლებში ნიჟნიკმა აშშ-ში რამდენიმე ტურნირი მოიგო. 2017 წლის მარტში ვებსტერის უნივერსიტეტის სახელით აშშ-ის უნივერსიტეტების ჩემპიონატში „ოთხთა ფინალი“ მოიგო. იგივე შეჯიბრში, ამავე უნივერსიტეტის სახელით 2019 წლის აპრილშიც გაიმარჯვა[5]. აგვისტოში ფლორიდის შტატ, ქალაქ ორლანდოში ნიჟნიკმა აშშ-ს ღია პირველობა მოიგო. უკრაინელმა 9 პარტიაში 8 ქულა დააგროვა. გადამწყვეტი გამოდგა მისი ბოლო შეხვედრა, რომელშიც წინა წლის ჩემპიონ ტიმურ გარეიევს სძლია. ნოემბერში სენტ-ლუისში მადლიერების დღესთან დაკავშირებით გამართულ აშშ-ის ღია პირველობა ორ სხვა მოჭადრაკესთან ერთად მოიგო[6]. 2020 წელს სექტემბერში ვებსტერის უნივერსიტეტის სახელით აშშ-ის უნივერსიტეტების ჩემპიონატში „ოთხთა ფინალი“ კვლავ იმარჯვა, ამჯერად ონლაინ და ელვისებური ჭადრაკით.

2022 წლის მაისისთვის ნიჟნიკი უკრაინის ყველაზე მაღალრეიტინგულ მოთამაშედ ითვლება.

. ილია ნიჟნიკი. 2011 წელი

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამა ― იგორი - პროგრამისტი და ინჟინერ-მშენებელი

დედა ― ირინა ვიქტორის ასული

უფროსი და ― ეკატერინა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Illya Nyzhnyk wins Group B in Moscow Open“. ChessBase. 2007-02-07.
  2. Chessbase News: GM title for Illia Nyzhnyk in Groningen (January 2011). ციტირების თარიღი: 1 January 2011.
  3. Chessbase News (30 January 2011). ციტირების თარიღი: 31 January 2011.
  4. Reykjavík Open – six players win with 7.0-9 points. ChessBase (2011-03-17). ციტირების თარიღი: 17 March 2011.
  5. Nyzhnyk Wins U.S. Open; Moradiabadi Qualifies for U.S. Championship (11 August 2019).
  6. 2019 Thanksgiving Open January 2020 United States of America FIDE Chess Tournament report. ციტირების თარიღი: 2020-06-16