იისებრნი
იერსახე
| იისებრნი | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Violaceae | ||||||||||||||
| ||||||||||||||
იისებრნი (Violaceae) — ორლებნიან ფურცლებგანცალკევებულ მცენარეთა ოჯახი. უმეტესად ბალახები, ზოგჯერ ბუჩქები, ხეები (ტროპიკებში) და ლიანებია.
ცნობილია 900-მდე სახეობა (22 გვარის). გავრცელებულია ტროპიკებსა და ორივე ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში მხოლოდ ერთი გვარია — ია; გვხვდება მისი ეთერზეთოვანი, სამკურნალო და დეკორატიული სახეობები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 104.