შინაარსზე გადასვლა

იზობათები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იზობათები (ბერძ. isos — ტოლი, ერთნაირი და bathos — სიღრმე) — წყალსატევების სიღრმეთა იზოხაზები. ზღვებზე, რომლებმაც მოქცევა არ იცის, სიღრმის ათვლა იწება ზღვის საშუალო დონიდან, რომლებმაც იცის მოქცევა — უდიდესი (სიზიგიური) მიქცევის უდაბლესი დონიდან, ტბებსა და მდინარეებზე — ფუტშტოკის ან რეპერის პირობითი ნულიდან. იზობათები წარმოადგენს გეოგრაფიულ რუკაზე ან გეგმაზე არსებულ იზოხაზებს, რომელიც აერთებს წყალსატევის ერთნაირი სიღრმეების წერტილებს.