იზმაილოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იზმაილოვის სახლი
Дом Измайловой
კოორდინატები 59°43′12″N 30°24′34″E / 59.720042° ჩ. გ. 30.409496° ა. გ. / 59.720042; 30.409496
მდებარეობა პუშკინი, რუსეთი
არქიტექტორი სებასტიან ჩერფოლიო
სტილი კლასიციზმი
თარიღდება 1836-1839
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7801277000

იზმაილოვის სახლი (რუს. Дом Измайловой) — ისტორიული შენობა ქალაქ პუშკინში. აშენდა 1836-1839 წლებში. მიეკუთვნება რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს [1][2]. მდებარეობს ორანჟერეის ქუჩაზე, სახლი №27.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგადი პროექტის მიხედვით, ტაძრის მოედნის აღმოსავლეთი მხარე სამთავრობო უწყებებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში არ განვითარებულა. 1835 წელს მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი კერძო საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის გამოიყო. არქიტექტურის სებასტიან ჩერფოლიოს მიერ შეიქმნა 5 პროექტი.

პირველი სახლი 1720 წელს აშენდა. შენობა ეკუთვნოდა პეტრე პირველის დიპლომატ იზმაილოვს. 1890 წელს სახლი გადაკეთდა არქიტექტორ გირშოვიჩის პროექტის მიხედვით. ახალი პროექტი გულისხმობდა კიდევ ერთი სართულის დამატებას.

ჩამოყალიბდა შენობების ერთიანი კომპლექსი. ერთ-ერთი კომპლექსში შემავალი სახლი იყო იზმაილოვის სახლი. იგი ჯერ ეკუთვნოდა პ. პ. იზმაილოვს, ხოლო შემდგომ სახლში ცხოვრობდნენ ტიმოფეევები.

შენობაში 1914 წელს კოლონიალური პროდუქტის ლეონოვის მაღაზია იყო განთავსებული. XXI საუკუნეში მეორე სართულზე ფუნქციონირებდა ქალაქის პროკურატურა [3][4].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი არის ორსართულიანი შენობა, გაფორმებული გვიანი კლასიციზმის ელემენტებით. სახლი სიმეტრიულად ჰგავს ემელიანოვის სახლს. ორივე სახლის კომპოზიციის ცენტრი არის ორმაგი თაღოვანი და ძალიან ჰგავს წმინდა ეკატერინეს ტაძრის თაღებს. შენობაში აღარ არის შემორჩენილი ლითონის ფირფიტები[3][4].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Семенова Г. В. (2009). Царское Село: знакомое и незнакомое. М.: Центрполиграф. pp. 363–364. ISBN 978-5-9524-4249-8.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Дом Измайловой (Тимофеевых). КГИОП Санкт-Петербурга. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-16. ციტირების თარიღი: 2018-07-15.
  2. Решение исполкома Ленгорсовета № 650 от 25.08.1975
  3. 3.0 3.1 Оранжерейная 19, 21, 23, 27, 29. Дома архитектора Черфолио. Энциклопедия Царского Села. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-11. ციტირების თარიღი: 2018-07-15.
  4. 4.0 4.1 Дом Измайловых - Дом Тимофеевых. citywalls.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-15. ციტირების თარიღი: 2018-07-15.