ივან ბორკოვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივან ბორკოვსკი
დაბადების თარიღი 8 სექტემბერი, 1897 (1897-09-08) (125 წლის)
გოროდენკა, უკრაინა
გარდაცვალების თარიღი 17 მარტი, 1976(1976-03-17)
პრაღა, ჩეხოსლოვაკია
ეროვნება ჩეხოსლოვაკელი
ალმა-მატერი კარლის უნივერსიტეტი (პრაღა)
საქმიანობა არქეოლოგი

ივან ბორკოვსკი (უკრ. Ivan Borkovský; დ. 8 სექტემბერი, 1897 — გ. 17 მარტი, 1976) — უკრაინაში დაბადებული ჩეხოსლოვაკელი არქეოლოგი. ადრეული კარიერის პერიოდში ჯარისკაცი იყო, რუსების წინააღმდეგ იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში, ავსტრია-უნგრეთის არმიაში. იბრძოდა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის. ასევე მონაწილეობდა რუსეთის სამოქალაქო ომშიც. ბორკოვსკი 1920 წელს ჩეხოსლოვაკიაში გაიქცა და მოგვიანებით იქ დასახლდა. დაამთავრა არქეოლოგიის ფაკულტეტი კარლის უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობდა გათხრებს პრაღის ციხესა და ცერნინის სასახლეში.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივან ბორკოვსკი დაიბადა 1897 წლის 8 სექტემბერს, ჩორტოვეცში, გოროდენკას მახლობლად.[1] დაიბადა ღარიბი უკრაინელი დიდგვაროვნების ოჯახში, დაარქვეს ივან ბორკოვსკი-დუნინი. სწავლობდა გრამატიკის სკოლაში, სტანისლავოვში (1909-1913).

ბორკოვსკი შეუერთდა ავსტრია-უნგრეთის არმიას (1915). იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს.[2] ასევე იბრძოდა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის (1918-1920), ჩაერთო რუსეთის სამოქალაქო ომში, ჯერ თეთრი მოძრაობის წევრი იყო, შემდეგ კი მოწინააღმდეგე წითელი არმიის. ბორკოვსკი იყო ერთ-ერთი იმ უკრაინელთაგან, რომელიც 1920 წელს ჩეხოსლოვაკიაში ომს გადაურჩა. განთავისუფლებამდე, შემდეგი ერთი წელი გაატარა ჰოლეშოვში, ლიბერეცსა და ჯოზეფოვში ბანაკებში.

1922 წლიდან ბორკოვსკი ლექციებს პრეისტორიული ეპოქის შესახებ ესწრებოდა პრაღის კარლის უნივერსიტეტში და 1923-1926 წლებში იყო მოხალისე სამეცნიერო ასისტენტი სახელმწიფო არქეოლოგიურ ინსტიტუტში. [3]

პრაღის სასახლის ჩონჩხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორკოვსკი დაინიშნა კარელ გუტის თანაშემწედ, ეროვნული მუზეუმის ისტორიული არქეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად და დაევალა მუზეუმის გათხრების სამუშაოების წარმოება პრაღის ციხესიმაგრეში. ბორკოვსკიმ გათხარა პრაღის ციხის ჩონჩხი (1928). ამ აღმოჩენამ მნიშვნელოვანი წარმატება მოუპოვა მას.

ბორკოვსკიმ ჩაატარა გათხრები ადრეულ სლავურ სამარხზე ლორეტოს მოედანზე, პრაღის ცერნინის სასახლის წინ (1934–1935). ხელმძღვანელობდა შუა საუკუნეების სამარხის გათხრებს ბარტოლომეისკის ქუჩაზე, პოლიციის ახალი შტაბის მშენებლობის წინ (1936). მან დაახარისხა ჯოზეფ ანტონინ ჯირას მუზეუმის არქეოლოგიური კოლექცია (1932-1936). სწორედ აქ აღმოაჩინა პირველი ადრეული სლავური კერამიკული ნივთები, რომლებმაც დაამტკიცა ამ ხალხის არსებობა ბოჰემიაში მე-6 საუკუნის დასაწყისში. ბორკოვსკიმ გამოაქვეყნა თავისი დასკვნები წიგნში ძველი სლავური კერამიკა ცენტრალურ ევროპაში, რომელიც მან საკუთარი ხარჯებით შექმნა (1940).

პრაღის სასახლე, სადაც ჩონჩხი იპოვეს
ცერნინის სასახლე და ლორენტოს მოედანი

კითხულობდა ლექციებს უკრაინის თავისუფალ უნივერსიტეტში (1933). მოგვიანებით გახდა პროფესორი და რექტორი (1939-1942).

მოგვიანებით კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოგვიანებით ბორკოვსკი გახდა არქეოლოგიის ინსტიტუტის ისტორიული არქეოლოგიის ახალი განყოფილების დირექტორი; რომელიც შეუერთდა ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიას (1952). დიდი წვლილი შეიტანა პრაღის ციხის გარეგნობის გაგებაში ისტორიის განმავლობაში, განსაკუთრებით ადრეულ შუა საუკუნეებში. აღმოაჩინა ღვთისმშობლის ეკლესიის საძირკველი ციხის ტერიტორიაზე, რომელიც IX საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება, ციხეში უძველესი ეკლესია იყო (1950-1951). ბორკოვსკიმ ასევე ჩაატარა კვლევა წმინდა აგნესის მონასტერში, წმინდა ანას მონასტერსა და ძველ ქალაქში დანგრეულ ბეთლემის სამლოცველოში, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო პრაღის შუა საუკუნეების განვითარების შესახებ გაგებისთვის. ის ხელმძღვანელობდა ლევი ჰრადეკის გამოძიებას და ასევე იყო ჩართული წმინდა ჯიჟის მონასტრის კვლევაში (1954).

ბორკოვსკი დასაქმებული იყო არქეოლოგიის ინსტიტუტში პრაღის ციხეზე გამოკვლევების გასაგრძელებლად (1954). იმავე წელს მან მიიღო ქალაქ პრაღის სამეცნიერო ჯილდო და მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ბორკოვსკი იყო ჩეხოსლოვაკიის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური საზოგადოების თავმჯდომარე (1968-1975) და აღწერილია როგორც თანამედროვე ჩეხური შუა საუკუნეების არქეოლოგიის ფუძემდებელი. გარდაიცვალა პრაღაში (1976წ. 17 მარტს).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sklenář, Karel. Borkovsky, Ivan 8.9.1897 - 17.3.1976. Institute of History, Czech Academy of Sciences. ციტირების თარიღი: 25 November 2019.
  2. Saunders, Nicholas J.; Frolík, Jan; Heyd, Volker (2019). „Zeitgeist archaeology: conflict, identity and ideology at Prague Castle, 1918–2018“. Antiquity (ინგლისური). 93 (370): 1009–1025. doi:10.15184/aqy.2019.107. ISSN 0003-598X.
  3. Ivan Borkovský. Prague City Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-02. ციტირების თარიღი: 2022-03-26.