იეშიმ უსტაოღლუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იეშიმ უსტაოღლუ
La cinéaste turque Yeşim Ustaoğlu (2).JPG
მშობ. სახელი Yeşim Ustaoğlu
დაბ. თარიღი 18 ნოემბერი, 1960 (1960-11-18) (58 წლის)
ჩაიქარა, თურქეთი
მოქალაქეობა თურქეთის დროშა თურქეთი
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი
აქტიური 1984-დან დღემდე

იეშიმ უსტაოღლუ (თურქ. Yeşim Ustaoğlu; დ. 18 ნოემბერი 1960, ჩაიქარა, თურქეთი) — თურქი კინორეჟისორი და სცენარისტი.[1][2]

ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უსტაოღლუ დაიბადა აღმოსავლეთ თურქეთში, ჩაიქარაში და გაიზარდა შავზღვისპირეთში, ტრაპიზონში. სტამბოლში ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტში არქიტექტურის შესწავლის შემდეგ მუშაობდა არქიტექტორად, შემდეგ კი ჟურნალისტად და კინოკრიტიკოსად,[3] სანამ არ გადაიღო თავისი სადებიუტო მხატვრული ფილმი სახელად კვალი („Iz“) 1994 წელს, ასევე გადაიღო რამდენიმე ჯილდო მოპოვებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი. მისი სადებიუტო ფილმი კვალი შევიდა მოსკოვის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე.[4]

უსტაოღლუმ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მისი შემდეგი ფილმისთვის, მოგზაურობა მზეზე („Güneşe Yolculuk“), რომელიც ყვება თურქსა და ქურთს შორის მეგობრობის ამბავს. მისმა მეოთხე ფილმმა — პანდორას ყუთმა, სან სებასტიანის კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო მსახიობის ჯილდო მოიპოვა და დღეს ეს უსტაოღლუს უდიდესი საერთაშორისო წარმატებაა.[5]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად ორიგინალში შენიშვნა
1984 მომენტის დაჭერა Bir Anı Yakalamak მოკლემეტრაჟიანი ფილმი
1989 მაგნაფანტანგა Magnafantagna მოკლემეტრაჟიანი ფილმი
1990 დუეტი Düet მოკლემეტრაჟიანი ფილმი
1992 ჰოტელი Otel მოკლემეტრაჟიანი ფილმი
1994 კვალი Iz სადებიუტო მხატვრული ფილმი
1999 მგზავრობა მზეზე Güneşe Yolculuk მოიგო ლურჯი ანგელოზის ჯილდო ბერლინში[6]
2003 ღრუბლების მოლოდინში Bulutları Beklerken
2004 სიცოცხლე მათ მხრებზე Sırtlarındaki Hayat დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმი
2008 პანდორას ყუთი Pandora'nın Kutusu სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ოქროს ნიჟარით“ დაჯილდოვდა
2012 არაფი Araf
2016 გრძნობა Tereddüt მოიგო რამდენიმე ჯილდო, მათ შორის 53-ე ანტალიის საერთაშორისო საერთაშორისო კინოფესტივალზე[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kutschera, Chris. “Yesim Ustaoglu, Journey to the Sun“, The Middle East, October 1999. წაკითხვის თარიღი: 18 November 2011. 
  2. Dönmez-Colin, Gönül (2006). Cinemas of the other: a personal journey with film-makers from the Middle East and Central Asia. Intellect Books, გვ. 140. ISBN 978-1-84150-143-7. წაკითხვის თარიღი: November 2011. 
  3. Who's who: Yeşim Ustaoğlu. Turkish Cultural Foundation. წაკითხვის თარიღი: 18 November 2011.
  4. 19th Moscow International Film Festival (1995). MIFF. წაკითხვის თარიღი: 2013-03-20.
  5. John Hopewell, Jonathan Holland. “San Sebastian picks 'Pandora's Box'“, Variety, Sep 27, 2008. წაკითხვის თარიღი: 4 May 2017. 
  6. Berlinale: 1999 Prize Winners. berlinale.de. წაკითხვის თარიღი: 2012-01-29.
  7. Christopher Vourlias. (23 October 2016) Yeşim Ustaoğlu’s ‘Clair-Obscur’ Wins Top Honors at Antalya Film Festival. Variety.