იეზიდები სომხეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

იეზიდები სომხეთში (სომხ. Եզդիներ, რუს. Езиды) — სომხეთის რსპუბლიკაში დასახლებული იეზიდები, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ რეგიონში და აღიარებულიც არის როგორც სომხეთის ეთნიკური ჯგუფი.[1] ისინი კარგად არიან ინტეგრირებული სომხურ საზოგადოებასთან, რელიგიის თავისუფლებით და კულტურული ტრადიციების ჩაურევლობის მხრივ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრავალი იეზიდი ჩავიდა რუსეთის იმპერიაში (ახლანდელი სომხეთისა და საქართველოს ტერიტორია) მე -19 და მე -20 საუკუნის დასაწყისში, ისინი იძულებულნი იყვენენ მოქცეულიყვნენ ასე, რათა რელიგიური დევნისგან თავი დაეღწიათ, ვინაიდან მათ ზეწოლას ახდენდნენ ოსმალელი თურქები და სუნიტი ქურთები, რომლებიც ცდილობდნენ მათ ისლამზე მოქცევას. სომხების გენოციდის დროს იეზიდებიც დაზარალდნენ სომხებთან ერთად, რამაც ბევრი მათგანის გაქცევა გამოიწვია სომხეთის რუსულ ნაწილში.[2] პირველი იზიდიული სკოლა სომხეთში გაიხსნა 1920 წელს.[3]

მთიანი ყარაბაღის ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1988 წელს სომხეთში აღმოცენებულმა იეზიდურმა მოძრაობამ მიმართა 1989 წლის 30 სექტემბერს მოწვეულ მთელი მე -3 სომხური ასამბლეოს წევრებს (ორი წინა ასამბლეა ჩატარდა სომხეთის სსრ -ში 1921 და 1923 წლებში), რის შედეგადაც, 1989 წელს სსრკ- მთლიანი მოსახლეობის აღწერის დროს იეზიდები გამოყვეს ცალკე და წარმოადგენდნენ ცალკეულ უმცირესობას. ამავე აღწერის თანახმად, სომხეთში იეზიდების საერთო რაოდენობა 52 700 ადამიანს შეადგენდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყარაბაღის ომში მონაწილეობდა 500-ზე მეტი მოხალისე ეთნიკური იეზიდი, მათ გააჩნდათ თავიანთი რაზმი , რომელსაც ხელმძღვანელობდა აზიზ თამოიანი.[3]

ბევრი იეზიდი ყარაბაღის კონფლიქტის დროს მოხალისედ იბრძოდა სომხური მხარისკენ.[3]

დღევანდელი ვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, სომხეთში 35 272 იეზიდი ცხოვრობდა. [4] ათი წლით ადრე, 2001 წლის აღწერის მონაცემებით, სომხეთში რეგისტრირებული იყო 40 620 იეზიდი მოსახლე.[5] მათი უმეტესობა ოსმალეთის მმართველობის დროს დევნის შედეგად გადასახლებული სომეხთა ლტოლვილების შთამომავლები არიან, მათ შორის სომხების გენოციდის დროს, როდესაც მრავალმა სომეხმა იეზიდების სოფლებში ჰპოვა თავშესაფარი.

ასაკობრივი სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთნიკურ იეზიდებს ეთნიკურ სომეხებთან შედარებით ოდნავ ახალგაზრდა მოსახლეობა აქვთ. მთლიანი რაოდენობის თითქმის 54 პროცენტი ოცდაათი წლის ასაკისა არის, ხოლო 8 პროცენტი სამოცის ან უფრო მეტი წლის.[6]

პოლიტიკური უფლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთის საარჩევნო კოდექსის თანახმად იეზიდების ეთნიკურ უმცირესობას მინიჭებული აქვს სომხეთის ეროვნული კრების ერთი ადგილი. [7]

მემორიალები და რელიგიური ადგილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წელს დაღუპულ იეზიდთა მემორიალი აშენდა ერევანში, პარკში, ისაჰაკიანისა და ნალბადიანის ქუჩების კვეთაზე.[8][9]

2016 წლის მდგომარეობით, მსოფლიოში ყველაზე დიდი იეზიდური ტაძარი მშენებლობის პროცესშია აკნალიჩის პატარა სოფელ აკნალიჭში.[10]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Ethnic Minorities of Armenia (2002).
  2. A Conditional Coexistence:Yezidi in Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2007-12-23.
  3. 3.0 3.1 3.2 THE ETHNIC MINORITIES OF ARMENIA. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2007-07-10. ციტატა: „This publications has been made possible due to the support by the Government of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland, with the assistance of the OSCE Office in Yerevan“
  4. 2011 Armenian census (PDF). National Statistical Service (2011). წაკითხვის თარიღი: 9 December 2015.
  5. De Jure Population (Urban, Rural) by Age and Ethnicity (PDF). National Statistical Service of the Republic of Armenia (2001). წაკითხვის თარიღი: 9 December 2015.
  6. Population (urban, rural) by Ethnicity, Sex and Age.
  7. DocumentView. წაკითხვის თარიღი: 2018-01-25
  8. hy:Եզդի ժողովրդի անմեղ զոհերի հուշարձան-կոթող (Երևան)
  9. Genocide Museum | The Armenian Genocide Museum-institute. წაკითხვის თარიღი: 2018-01-25
  10. Sherwood, Harriet. World's largest Yazidi temple under construction in Armenia (25 July 2016). წაკითხვის თარიღი: 31 July 2016