იდა მანდენოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იდა მანდენოვა
დაბ. თარიღი 26 ივლისი, 1908(1908-07-26)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 4 სექტემბერი, 1995(1995-09-04) (87 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
საქმიანობა ბოტანიკა
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

იდა პანოს ასული მანდენოვა (დ. 26 ივნისი, 1909, ტფილისი — გ. 4 სექტემბერი, 1995, თბილისი) — ქართველი საბჭოთა ბოტანიკოსი. საშუალო და უმაღლესი განათლება თბილისში მიიღო. 1939 წელს დაამთავრა სუბტროპიკული კულტურების საკავშირო ინსტიტუტი. შემდეგ მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა სისტემატიზაციისა და გეოგრაფიის განყოფილებაში უმცროს მეცნიერ მუშაკად, შემდეგ — უფროს მეცნიერ მუშაკად. 1944 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „კავკასიის ლილია“, 1960 წელს — სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ქოლგოსანთა ოჯახი“. რამდენიმე ათეული შრომის ავტორია. მისი შრომები შესულია „საქართველოს ფლორის“ რვატომეულში, „სსრ კავშირის ფლორის“ 30-ტომიან გამოცემაში. მონაწილეობა მიიღო „საქართველოს ფლორის“ მეორე გამოცემის მომზადებაში.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. იდა პანოს ასული მანდენოვა // „საქართველოს ქალი“ : ჟურნალი, თბ., დეკემბერი, 1992, № 12, გვ. 14.