იარხუშტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იარხუშტა

იარხუშტას საცეკვაო ელემენტები
მშობ. სახელი Յարխուշտա
ინსტრუმენტები ზურნა, დასარტყამი ინსტრუმენტები

იარხუშტა (სომხურად: Յարխուշտա) — სომხური ხალხური, საბრძოლო სტილის ცეკვა,[1] რომელიც ასოცირდება დასავლეთ სომხეთის ისტორიული რეგიონის სასუნის მაღალმთიან მხარეებთან.[2][3] იარხუშტა მიეკუთვნება სომხური ,,ტაშის ცეკვების" კატეგორიას (ծափ-պարեր, ცაფ პარერი). ცეკვას ასრულებენ მამაკაცები, რომლებიც წყვილებად ლაგდებიან. ცეკვის მთავარი ელემენტია წინ მოძრაობა, როდესაც მონაწილეები სწრაფად მიუახლოვდებიან ერთმანეთს და ენერგიულად აკაკუნებენ მოპირდაპირე რიგის მოცეკვავეების ხელისგულებზე.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცეკვის სახელს სხვადასხვა წარმოშობის ისტორია აქვს. ერთ-ერთი მათგანია, რომ ,,იარხუშტა" ნიშნავს იარაღის მეგობარს. სპარსულ ენაზე ,,იარი", მეგობარს ნიშნავს და ,,ხიშტ", ,,ხიშტიკ" ნიშნავს მოკლე შუბს, იარაღს.

ისტორია და ტრადიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ითვლება, რომ იარხუშტას ცეკვა ადრეული შუა საუკუნეებიდან დაიწყო, რადგან ეს მოხსენიებულია მოვსეს ხორენაცის მიერ, ბიზანტიის ფაუსტუსი და გრიგორ მაგისტროსის ნაშრომებში.

,,იარხუშტანი" ერთ-ერთი უნიკალური ტრადიციული ცეკვაა, რომელმაც ძალიან მცირე ცვლილებები განიცადა. იგი ფართოდ იყო გავრცელებული საშემსრულებლო ხელოვნებაში. ჯერ კიდევ მე -20 საუკუნის 30-იან წლებში. ის დადგა სრუბიჰი ლისციციანმა და ვაჰრამ არისტაკესიანმა.

იარხუშტას სომეხი ჯარისკაცები ტრადიციულად ცეკვავდნენ საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე, ნაწილობრივ რიტუალისტური მიზნებისთვის, ნაწილობრივ კი შიშის განდევნისა და საბრძოლო სულისკვეთების გასაძლიერებლად ხელჩართული ბრძოლისთვის.[4]

მოძრაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცეკვის ზომაა 2/4. მას აქვს მრგვალი, ნახევარწრიული, სწორი განლაგებები. ცეკვის დროს იცვლება ხელების, ფეხებისა და პოზიციების განლაგება. მოცეკვავეების რაოდენობა უნდა იყოს ლუწი. ისინი იყოფა ორ ჯგუფად, რომელთაგან ერთი თავს ესხმის, ხოლო მეორე წინააღმდეგობას უწევს. ხელები თავისუფალია, მოძრაობს წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხნივ, თანდათან უკრავენ ტაშსაც. დროთა განმავლობაში მოძრაობის ტემპი ჩქარდება, ტაში კი - უფრო ხშირად გამოიყენება.

ემოციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცეკვის მელოდიას განზრახ ძალიან ძლიერად ასრულებს ორი ზურნა ან პქუ (სომხ. Պկու), ასევე ერთი ან მეტი ორთავიანი ბას დრამი, თითოეულ მათგანზე ჩაქუჩით და ჯოხით ურტყამენ დრამის ცილინდრის მოპირდაპირე მხრიდან.

აღნიშნულია ისიც, რომ მსგავსი სახის, მაღალი სიხშირის ტონისა და ბას დრამის ღრმა და პარალელურად მსუბუქი დარტყმების მეშვეობით ხმების კომბინაციების ამპლიტუდები წარმოიქმნება, რომელსაც შეუძლია მოცეკვავეებისთვის სპეციფიკური ემოციების შექმნა. ეს ფაქტორი აძლიერებს ადრენალინის / ეპინეფრინის პიკის ეფექტს, რომელსაც ჩვეულებრივ იარხუშტას ცეკვა წარმოქმნის. [5]

თანამედროვე აღორძინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე სომხეთში, იარხუშტა პოპულარულია სასუნის დევნილებით დასახლებულ დასახლებებში, განსაკუთრებით ტალინის, აფარანისა და აშტარაკის მიმდებარე სოფლებში.

ცეკვის პოპულარიზაცია დაიწყო 1930-იანი წლების ბოლოს სერბუჰი ლისიციანმა, რომელიც ასწავლიდა ერევნის საცეკვაო კოლეჯში.1957 წელს ხალხური კულტურის მოყვარულმა ვაჰრამ არისტაკესიანმა ცეკვა ქორეოგრაფიულად დახვეწა, რაც შემდგომში სოფელ აშნაკელის მოსახლეობამ შეასრულა.

ცეკვა ააღორძინა 1980-იან წლებში ფოლკლორულმა ჯგუფმა მარათუკმა და მოგვიანებით, ფოლკლორულმა ანსამბლმა კარინმა. არსებობს მცდელობები, რომ იარხუშტა შემოვიდეს სომხური არმიის ცეკვებისა და სიმღერების სასწავლო პროგრამაში.

არსებობს ვიზუალური ხელოვნების რამდენიმე ლექსი და ნიმუში, რომლებიც ეხება იარხუშტას თემას. მათ შორისაა გევორგ ემინის 1975 წელს გამოქვეყნებული პოემა ,,სასოების ცეკვა" («Սասունցիների պարը»).[6] ასევე მხატვრული ფილმები ,,კაცი" («Տղամարդիկ», 1972) და იარხუშტა (2004), რომელიც გაგიკ ჰარუთიანიანმა შექმნა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Հայաստանի Հանրապետության ոչ նյութական մշակութային արժեքների ցանկերի կազմման չափորոշիչները և ոչ նյութական մշակութային ժառանգության արժեքների ցանկը հաստատելու մասին" "(PDF). gov.am (in Armenian). Government of Armenia. March 2010. pp. 8–11. Archived on 4 January 2015.
  2. "Երկու ֆիլմի պատմություն". Aravot (in Armenian). 10 November 2010. «Յարխուշտան» սասունցիների եւ մշեցիների մեջ տարածված ռազմական պարի անուն է: Գ. Հարությունյանի առաջին գեղարվեստական ֆիլմն է
  3. Meliksetyan, Hasmik (16 September 2013). "Զինվորները սովորում են ազգային ռազմապարեր (ֆոտո, վիդեո)". razm.info (in Armenian). «Յարխուշտա» ռազմական խաղ-պարը տարածված է եղել Սասունում:
  4. Diana Der-Hovanessian. The Circle Dancers. 1996
  5. Irina Petrosian. Armenian Food: Fact, Fiction & Folklore. 2006, p. 19
  6. [https://web.archive.org/web/20201103113932/http://opac.flib.sci.am/cgi-bin/koha/opac-detail.pl?biblionumber=72443 დაარქივებული 2020-11-03 საიტზე Wayback Machine. "Սասունցիների պարը : [Բանաստեղծություն]"]. sci.am (in Armenian). Armenian National Academy of Sciences Fundamental Scientific Library.