იაო მინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იაო მინი

იაო მინი
№ 11
ცენტრი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 12 სექტემბერი 1980
შანხაი, ჩინეთი
სიმაღლე 229 სმ
წონა 141 კგ
კარიერის ისტორია
1997–2002 შანხაი შარკსი
2002–2011 ჰიუსტონ როკეტსი

იაო მინი (ჩინ. 姚明; დ. 12 სექტემბერი 1980, შანხაი, ჩინეთი) — ჩინელი კალათბურთელი, რომელმაც დაასრულა თავისი პროფესიონალური კარიერა. თამაშობდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდ „ჰიუსტონ როკეტსში“ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე.

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშისას იყო ჩემპიონატის ყველაზე მაღალი კალათბურთელი. მისი სიმაღლეა 2,29 მეტრი. იყო ჩინეთის ნაკრების მედროშე 2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე და 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე. იაო მინის მშობლები წარსულში პროფესიონალი კალათბურთელები იყვნენ. მამამისის სიმაღლე 202 სმ, ხოლო ხოლო დედისა — 190 სმ აღწევს. 10 წლის ასაკში იაო მინი სიმაღლეში 165 სმ იყო.

მოზარდად ყოფნისას 5 წელი თამაშობდა „შანხაი შარკსის“ შემადგენლობაში. უკანასკნელ წელს გახდა ჩინეთის საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი. 2002 წელს „ჰიუსტონ როკეტსმა“ იგი აირჩია დრაფზე, რომელსაც ჰქონდა ერთი არჩევანის უფლება. იქამდე ამ ტურნირში მხოლოდ ორი ჩინელი თამაშობდა. პირველივე სეზონიდან იაო მინი ყოველწლიურად მონაწილეობდა ყველა ვარსკვლავის მატჩში. ამის მიუხედავად, „ჰიუსტონ როკეტსს“ პლეი-ოფის სტადიაზე არასოდეს მიუღწევია მნიშვნელოვანი წარმატებისათვის, ხოლო უკანასკნელი სამი წელი ჩინელ გიგანტს ტრავმები აწუხებდა. ტრავმების გამო იაო მინმა 2009-2010 წლების მთელი სეზონი გამოტოვა და ვერ ითამაშა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თურქეთში. 2016 წელს იაო მინი ჩართეს საკალათბურთო დიდების დარბაზში.

იაო მინის დებიუტი ჩინეთის ნაკრებში შედგა სიდნეის 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე და ვან ჯიჯისთან და მენგკე ბატირთან ერთად შექმნა ეგრეთ წოდებული „დიდი კედელი“. ათენის 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებზე იაო მინს გახსნის ცერემონიაზე ჩინეთის დროშა მიჰქონდა. მისი თქმით, მან აისრულა თავისი ძველი ოცნება. ათენის 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მთლიანობაში გუნდმა წარუმატებლად იასპარეზა, თუმცა იაო მინი შევიდა საკალათბურთო ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩინეთმა მხოლოდ 1/16 ფინალამდე მიაღწია. იაო მინის მეუღლე ე ლი წარსულში გამოდიოდა ჩინეთის ქალთა საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობაში.

ჩინეთის ნაკრებში იაო მინმა რეგულარული თამაში 2000 წლიდან დაიწყო, ითამაშა სიდნეის 2000 წლის ოლიმპიადაზე. შემდეგ ორ ოლიმპიადაზე იაო მინი გახდა თავისი ნაკრების მედროშე.

სულ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში იაი მინმა ჩაატარა 486 მატჩი, სადაც მოაგროვა 9247 ქულა, შეასრულა 769 გადაცემა, 189 ჩაშლა და 920 ბლოკშოტი. 2011 წლის ბოლოს იაო მინმა დაასრულა თავისი პროფესიონალური საკალათბურთო კარიერა. 2007 წლიდან ქორწინებაშია პროფესიონალ კალათბურთელ ე ლისთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]