იანტარნის ფეოდოროვის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
იანტარნის ფეოდოროვის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
ადგილმდებარეობა | იანტარნი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
საიტი | http://feodorovskaya.cerkov.ru/ |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 2014 |
დეტალები
| |
მასალა | ხე |
გარე სურათები | |
---|---|
ეკლესია 2015 წელს | |
ეკელსია შესასვლელის მხრიდან |
იანტარნის ფეოდოროვის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (რუს. Церковь Феодоровской иконы Божией Матери) — მართლმადიდებლური ეკლესია იანტარნში მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას[1].
მისამართი: 346715, რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, აქსაის რაიონი, სოფ. იანტარნი, გვოზდიკოვაიის ქუჩა № 1[2].
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2012 წელს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მიტროპოლიტი მერკური სამუშაო ვიზიტით ეწვია აქსაის სამრევლოს. მიტროპოლიტის ვიზიტის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სოფელ იანტარნიში შეექმნათ მართლმადიდებლური სამრევლო გაერთიანება და დაეწყოთ სოფელში პირველი ეკლესიის მშენებლობა, რომელიც ფეოდოროვის ღვთისმშობლის ხატის სახელზე იქნებოდა აგებული. 2013 წელს სოფლის სამრევლო გაერთიანება ოფიციალურად დარეგისტრირდა. ახალი სამრევლოს ტერიტორია მოიცავდა სამ დასახლებას - იანტარნი, ვოდოპადნი და ასევე ხუტორი კამიშევახა[3].
2014 წლის 7 იანვარს მომავალი ეკლესიის მშენებლობის ადგილზე გაიხსნა ხის დროებითი ეკლესია, სადაც ამავე წლის 6 თებერვალს შესრულდა მრევლის ისტორიაში პირველი საღვთო ლიტურგია[3]. დაიწყო თანხების შეგროვება ახალი, ქვის ეკლესიის მშენებლობისათვის[4].
2014 წლის აპრილში ფიოდოროვსკის მრევლში დაიწყო საკვირაო სკოლის მუშაობა უფროსებისათვის და ასევე საკვირაო-საგანმანათლებლო ჯგუფმა ბავშვებისათვის. 2016 წელს მუშაობა დაიწყო ახალგაზრდულმა სამრევლო გაერთიანებამ.
ფეოდოროვის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნეს ვიქტორ გიორგის ძე ალექსანდროვი[5].
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Сайт церкви დაარქივებული 2017-07-15 საიტზე Wayback Machine.
- Аксайское благочиние - храмы დაარქივებული 2017-09-25 საიტზე Wayback Machine.
- Аксайское благочиние - приходы
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Приход Федоровской иконы Божией Матери
- ↑ Янтарный. Церковь Феодоровской иконы Божией Матери.
- ↑ 3.0 3.1 История прихода
- ↑ Благотворителям. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-18. ციტირების თარიღი: 2017-06-28.
- ↑ Иерей Александров Виктор Георгиевич. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-09. ციტირების თარიღი: 2017-06-28.