იამაიკური სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკქე და მარილიანი თევზი

იამაიკური სამზარეულო მოიცავს სამზარეულოს ტექნიკის, არომატისა და სანელებლების ნაზავს, რომელზედაც დიდი გავლენა იქონიეს ამერიკულმა, აფრიკულმა, ირლანდიურმა, ინგლისურმა, ფრანგულმა, პორტუგალიურმა, ესპანურმა, ინდურმა, ჩინურმა და ახლო აღმოსავლეთის სამზარეულოს ელემენტებმა. სწორედ ამ ეთნიკური ჯგუფებითაა დასახლებული იამაიკის კუნძული. კუნძულზე ხარობს ტროპიკული სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიიდან შემოტანილი მცენარეებიც, რომლებიც ადგილობრივ კულტურაში დაინერგა. ქვეყანაში მრავლადაა ზღვის პროდუქტები, ტროპიკული ხილი და სხვადასხვა სახეობის ხორცი.

ზოგიერთი იამაიკური კერძი კუნძულიზე თავდაპირველად არ მზადდებოდა და ის მიგრანტებმა შეიტანეს. ზოგიერთი ინგრედიენტი ხშირად შეცვლილია ადგილობრივი ნაწარმით, რაც კერძების სხვანაირ ინტერპრეტაციას იწვევს. იამაიკის პოპულარულ კერძებში შედის ცხარე თხის ხორცი, შემწვარი დამფლინგი (ცომი), აკკი და მარილიანი თევზი. იამაიკური სტილის პატარა ზომის ნამცხვრები ძალიან პოპულარულია. ხშირად მიირთმევენ ადგილობრივი პურის სახეობებსა და სასმელებსაც.

იამაიკური სამზარეულო ემიგრანტების მეშვეობით შეიქმნა. ეს პროცესი განსაკუთრებით მე-20 საუკუნეს მოიცავს, როდესაც ადგილობრივი იამაიკელები სამუშაოდ სხვა ადგილებში გადასახლდნენ, კუნძულზე კი მიგრანტები დასახლდნენ.

იამაიკელი ქალები ყიდიან ადგილობრივ ტკბილეულს. კინგსტონი, იამაიკა, 1899 წელი

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამზარეულოს განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულზე აფრიკული სამზარეულოს ელემენტები მონათმფლობელობის პერიოდიდან გაჩნდა. იამაიკური ყველაზე პოპულარული კერძი, აკქე კუნძულზე დასავლეთ აფრიკის ხალხებმა ჩამოიტანეს. ესპანელები, რომლებიც კუნძულზე პირველ ევროპელებს წარმოადგენდნენ ადგილობრივებში ნერგავდნენ და ავრცელებდნენ ისეთ კერძებს, როგორიცაა ძმარში მომზადებული თევზი (ესპანური ესკაბეჩე). ამ კერძს თავდაპირველად ესპანელი ებრაელები ამზადენდნენ. მოგვიანებით გავრცელდა კორნიშ, რომელიც იამაიკურ ხორცის ღვეზელს წარმოადგენ და რომელიც სხვადსხვა სახის სუნელებლებითაა გაჯერებული. ჩინური და აღმოსავლეთ ინდური გავლენა შეინიშნება ისეთძ კერძებში, როგორებიცაა როტი და ცხარე თხის ხორცი.

იამაიკური სამზარეულო და რასტაფარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იამაიკურ სამზარეულოში მცირედით ამოიცნობა რასტაფარის გავლენა. რასტაფარის მიმდევრები ვეგეტარიანელები არიან, რამაც ქვეყანას მრავალი ვეგეტარიანული კერძები შესძინა. რასტაფარისა და მეშვიდე დღის ადვენტისტური რელიგიის მიმდევრები საერთოდ არ მიირთმევენ ღორის ხორცს, ხოლო ძლიერად მორწმუნეები არც ერთი სახის ხორცს არ იღებენ, არც თევზსა და ფრინველის ხორცს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, იამაიკაში ღორის ხორცი ძალიან პოპულარული კერძია.

იამაიკური ღვეზელი ადგილობრივ პურთან ერთად

პოპულარული კერძები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იამაიკური საუზმე მოიცავს აქკეს და მარილში მომზადებულ თევზს. ასევე სეზონურ კაიალოს, მოხარშულ მწვანე ბანანს და შემწვარ დამფლინგებს. [1]

დესერტები და ტკბილეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანგოსა და სოურსოპის ნაყინები ქვეყანაში ძალიან პოპულარულია. ადგილობრივი ნაყინები მრავალ ინგრედიენტს შეიცავს, რომელთა შორისაა: ქიშმიში და გრეიფნათი.

სხვა, პოპულარული დესერტები არის: ბატატას პუდინგი, დაფქული სიმინდის პუდინგი, გიზადა, ტოტო, შემწვარი ბანანი, ქოქოსის წვენები, მცენარეულ ტარტებსა და გუავას ყველს.

აშამი მშრალი სიმინდი, რომელიც დაფქულია და კომბინირებულია ყავისფერ შაქართან. ის ძალიან პოპულარულია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

იამაიკაში აქვთ პირველი პრემიერ მინისტრის, ალექსანდრე ბუსტამანტეს სახელობის კანფეტიც.

იამაიკური კოკო პური, რომელიც ლოს ანჯელესის საცხობშია დამზადებული

იამაიკური კერძები ქვეყნის გარეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იამაიკური სამზარეულო ხელმისაწვდომია მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში, გაერთიანებულ სამეფოში და იმ ქვეყნებში, სადაც იამაიკური დიასპორაა. იამაიკური რესტორნები გახსნილია ამერიკის ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა: ბიუ- იორკი, ატლანტა, ვაშინგტონი, ფილადელფია და სხვა მეტროპოლიტენები. კანადაში იამაიკური რესტორნები შეგიძლიათ იხილოთ ტორონტოში, მონრეალსა და ოტტავაში. იამაიკური კერძები წარმოდგენილია Bahama Breeze-ის რესტორნების ქსელში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიქმნა და დარდენ რესთაურანთსს ეკუთვნის.

Golden Krust Caribbean Bakery & Grill არის რესტორნების ქსელი, რომესაც დაახლოებით 120 რესტორანი აქვს გახსნილი. ამ რესტორნებში იყიდება იამაიკური ღვეზელი, ფუნთუშა, პური და სხვა პოპულარული იამაიკური კერძები. ისინი საკვებით ამარაგებენ ნიუ- იორკის დაწესებულებების ნაწილსაც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორ გამოვაცხოთ იამაიკური ტკბილი კარტოფილის კერძი დაარქივებული 2020-08-06 საიტზე Wayback Machine.

იამაიკური კერძები, რომლებიც აუცლებლად უნდა გასინჯოთ

იამაიკის კუნძულის არომატი

იამაიკური ყველაზე პოპლუარული კერძები

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Deborah S. Hartz ავთენტიკური იამაიკური კერძი Aug 1, 1991 Ocala Star-Banner page 44