იაგოდინკა II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იაგოდინკა II
Ягодинка II
მდებარეობა ხუტორი იაგოდინკა, როსტოვის ოლქი, რუსეთი
Images.png გარე სურათები
Image-silk.png დასახლება იაგოდინკა II-ის ნანგრევები


იაგოდინკა II (რუს. Ягодинка II) — უძველესი დასახლება ხუტორ იაგოდინკის მახლობლად, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე დონის ქვემო დინების ტერიტორია მდიდარია გვიანი ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლებით. მათ შორის აღსანიშნავია დასახლება იაგოდინკა II.

უძველესი დასახლება იაგოდინკა II მდებარეობს როსტოვის ოლქის ოქტომბრის რაიონის ხუტორ იაგოდინკას მახლობლად, მდინარე კადამოვკის მარჯვენა ნაპირზე მდებარე მაღალ კონცხზე. დასახლება, როგორც არქეოლოგიური ნივთების მიხედვით ირკვევა, არაერთხელ ყოფილა დასახლებული. დასახლებაში ადამიანები ცხოვრობდნენ ძელური კულტურის (გვიანი ბრინჯაოს ხანა) პერიოდში, რომელიც გავრცელებული იყო ძვ. წ. XVI-XII საუკუნეებში აღმოსავლეთ ევროპის სტეპში და ტყე-სტეპში დნეპრსა და ურალს შორის.

უძველესი დასახლების იაგოდინკა II-ის არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა 2006 წლიდან 2007 წლამდე, რის შედეგადაც არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ორი დიდი მჭიდრო დასახლების კომპლექსი, რომელიც დაფარული იყო მიწით. შენობები განლაგებული იყო მკაცრი წესრიგით, რაც ადასტურებს მის მუდმივ განახლებას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ადგილზე შესაძლებელი იყო ქვის მასალით აეშენებინათ ნაგებობა, იაგოდინკის დასახლების ძირითადი სამშენებლო მასალა მაინც ხე იყო. დასახლება გაშენებული იყო 630 კვ. მ.-ის ფართობზე. შენობების ფუნდამენტიც ხისგან იყო დამზადებული.

როგორც ცანს შენობების დიდი ნაწილი დაიწვა ხანძრის შედეგად, რასაც ადასტურებს მთელ დასახლებაში აღმოჩენილი ხანძრის კვალი. დასახლების თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ აქ მცირე რაოდენობის არქეოლოგიური ნივთებია აღმოჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Цыбрий В.В. Отчет об археологических раскопках поселения Ягодинка 2 в Октябрьском районе Ростовской области в 2006 году. В 17 томах / Ростов-на-Дону, 2010 г. Архив РРОО «ДАО», № 43-2006.
  • Отрощенко В. В. К вопросу о покровской срубной культуре // Эпоха бронзы и ранний железный век в истории древних племён южнорусских степей. — Саратов, 1997. — Ч. 1. — С. 70—72.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]