იაბლოკოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იაბლოკოვის სახლი
რუს. Дом Яблокова
კოორდინატები 47°13′11″N 39°42′23″E / 47.219722° ჩ. გ. 39.706389° ა. გ. / 47.219722; 39.706389
მდებარეობა დონის როსტოვი
არქიტექტორი ნიკოლაი დურბახი
გახსნის თარიღი 1901
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6130048000

იაბლოკოვის სახლი (რუს. Дом Яблокова) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს დიდი სადოვაიის ქუჩაზე. აგებულია 1901 წელს. შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლის სტატუსი.

მისამართი: დონის როსტოვი, დიდი სადოვაიის ქუჩა № 42.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი სადოვაიის ქუჩაზე მდებარე იაბლოკოვის სახლი აგებულია 1901 წელს ვაჭარ კ. იაბლოკოვის ფინანსებით. სახლი აგებულია მხატვარ-არქიტექტორის ნიკოლაი დურბახის პროექტის მიხედვით. შენობის დასრულების შემდეგ პირველი სართული გაქირავდა სავაჭრო სათავსოებზე ხოლო ზედა სართულები გაიცა არენდით საცხოვრებლად.

1920 წელს, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია და მასში განათავსეს კომუნალური საცხოვრებლები. პირველ სართულზე ძველებურად მუშაობდა მაღაზიები, ხოლო ზედა სართულებზე განთავსებული იყო სხვადასხვა დაწესებულებები.

1936 წელს შენობაში განთავსდა ფიზკულტურული საზოგადოება „დინამო“, სპორტული დარბაზი.

გერმანული ოკუპაციის პერიოდში ამ შენობიდან დასასჯელად გაიგზავნა ათასობით როსტოველი ებრაელი. ამის აღსანიშნავად ფასადზე კიდია მემორიალური დაფა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შენობა გადააკეთეს. 1952 წელს მიაშენეს სვეტებიანი შენობა, რომელშიც შემდეგ განათავსეს ს. რახმანინოვის სახელობის როსტოვის სახელმწიფო კონსერვატორია (არქიტექტორი ხ. ჩალხუშიანი). მიშენებული შენობის ფასადი გადიოდა ბუდიონოვსკის პროსპექტზე.

1967 წელს შენობა გადაეცა როსტოვის მუსიკალურ-პედაგოგიურ ინსტიტუტს.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაბლოკოვის სახლი აგებულია ეკლექტიკის სტილში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Волошинова Л. Ф. Проект зон охраны / Л.Ф. Волошинова // Натурные исследования, т.11. – Ростов н/Д., 1993.
  • Есаулов Г. В. Поцешковская, И.В. Формирование планировочной структуры Ростова-на-Дону во второй половине XVIII-первой половине XIX века / Г.В. Есаулов, И.В. Поцешковская. – Ростов н/Д., 2003.
  • Есаулов Г. В., Черницына, В.А. Архитектурная летопись г. Ростова-на-Дону. – Изд. 2-е, доп. / Г.В. Есаулов, В.А. Черницына. – Ростов н/Д., 2002.
  • Иконников А. В. Художественный язык архитектуры / А.В. Иконников. – М.: Искусство, 1985.
  • Кукушин В. С. История архитектуры Нижнего Дона и Приазовья / В.С. Кукушин. – Ростов н/Д.: ГинГо, 1996.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]