თუშური ცხენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თუშური ცხენი — საჯდომ-სასაპალნე ჯიშის ცხენი, გამოყვანილი აღმოსავლეთ საქართველოს მთაგორიანი ზონის ბუნებრივ-კლიმატურ პირობებში მასობრივი სელექციის გზით. ენდემური, ადგილობრივი ჯიშია. ტანად პატარა, მკვრივი აგებულებისაა, ფერად უმთავრესად ქურანაა. ფაშატის საშუალო განაზომია (სმ-ით); სიმაღლე მინდაოში134, ტანის ირიბი სიგრძე 137, გულმკერდის ირგვლივი 156, ნების ირგვლივი 16,9. თუშურ ცხენს ისტორიულად იყენებდნენ სამხედრო დანიშნულებისათვის და მომთაბარე მეცხოველეობაში. მთაში საჯდომ-სასაპალნე მუშაობისათვის უბადლოა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]