შინაარსზე გადასვლა

თოფის შესახვევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თოფის შესახვევი (რუს. Ружейный переулок) — მცირე ჩიხი, რომელიც მდებარეობდა ძველ თბილისში, დღევანდელი კოტე აფხაზის ქუჩის შუა ნაწილში, კერძოდ იმ ადგილზე, სადაც დღეს განლაგებულია შენობები მისამართით კოტე აფხაზის №25 და ივერიის ქ. №10. იმის გათვალისწინებით, რომ ძველ თბილისში, და კონკრეტულად ამ უბანში, ქუჩებსა და რიგებს ხელობის სპეციალიზაციის მიხედვით არქმევდნენ სახელებს, სავარაუდოა, რომ აქ თოფის მკეთებლები (მეთოფეები) იყვნენ განლაგებულები. „თოფის შესახვევმა“ სახელწოდება XX საუკუნის 20-იან წლებამდეც კი შეინარჩუნა და ზოგიერთ თბილისის გეგმაზეცაა დატანილი. XX საუკუნის მიწურულს, კოტე აფხაზის ქუჩაზე გამომავალ ამ მცირე შესახვევში ჩადგეს შენობა, რომელმაც „თოფის შესახვევი“ გააქრო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]