თირკმელა სოკოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თირკმელა სოკოები, ტრუფელოვანნი (ლათ. Tuberales) — ჩანთიანი სოკოების რიგი. ცნობილია 250-მდე სახეობა. იზრდებიან ტყეებში, საპროფიტებია, ბევრი მათგანი ქმნის მიკორიზას. აქვთ მიწისქვეშა გორგლისებრი ნაყოფსხეული. შიგნით, ლაბირინთისებრი ღრუეების კედლებზე, ვითარდება ჩანთები, რომლებშიც 1-8 სპორაა. თირკმელა სოკოები საჭმელ სახეობებსაც შეიცავს, ცნობილია ფრანგული ტრუფელი (ლათ. Tuber brumale var.melanosporum), კავკასიური ტრუფელი ანუ ტიმბალანი (ლათ. Telfezia leonis) და სხვა. საქართველოში არაა ნაპოვნი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]