თინა კანდელაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თინა კანდელაკი
Tina Kandelaki, 2010.jpg
დაბ. სახელი თინათინ კანდელაკი
დაბ. თარიღი 10 ნოემბერი, 1975 (1975-11-10) (43 წლის)
თბილისი, საქართველო
პროფესია ჟურნალისტი
ტელეწამყვანი
ტელეპროდიუსერი
მეუღლე(ები) ანდრია კონდრახინი (განქორწინებულია)
შვილ(ებ)ი მელანია (დ. 2000) და ლეონტი (დ. 2002)
მშობლები მამა: გივი კანდელაკი
დედა: ელვირა კანდელაკი

თინათინ (თინა) კანდელაკი (რუს. Тина Канделаки; დ. 10 ნოემბერი, 1975, თბილისი) — ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და საზოგადო მოღვაწე. კომპანიის „აპოსტოლ მედიის“, ერთ-ერთი თანამფლობელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თინა თბილისში 1975 წლის 10 ნოემბერს დაიბადა. მამა — გიგი შალვის ძე კანდელაკი (1942-2009). პროფესიით ეკონომისტია, მუშაობდა დირექტორად თბილისის ბოსტნეულის ბაზაში, პენსიაზე გასვლის შემდეგ ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად მოსკოვში. თინას დედა — ელვირა გიორგის ასული კანდელაკი (დაბ. ალახვერდოვა) — ნახევრად თურქი და სომეხია. წინათ იყო ექიმი-ნარკოლოგი. თინამ დაამთავრა თბილისის 64-ე საჯარო სკოლა. 1993 წელს სწავლობდა პლასტიკურ კოსმეტოლოგიას, შემდეგ მისი მეგობრის გიორგი თარგამაძის დახმარებით ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 2008 წელს დაამთავრა რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტი.

მუშაობა რადიოში და ტელევიზიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990-იან წლებში თინა მუშაობდა რადიოსადურ „რადიო 105“-სა და საქართველოს ტელევიზიაში (მეორე არხზე). 1995 წელს საცხოვრებლად რუსეთში, მოსკოვში გადავიდა, სადაც დაიწყო მუშაობა სტანისლავ სადალსკისთან ერთად სხვადასხვა რადიოსადგურებსა და ტელევიზიებში: „М радио“, „РДВ“, „Радио Рокс“, „Серебрянный дождь“, „Муз ТВ“ და სხვა.

2002 წლის სექტემბრიდან მიჰყავს პროგრამა „დეტალები“ СТС-ზე, სადაც იღებდა ინტერვიუებს შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან. 2006-2007 წლებში ტელე გადაცემების „Разворот“ და „Особое Мнение“ წამყვანი რადიო „Эхо Москвы“-ზე. 2008 წლიდან მიჰყავდა ტელე-პროგრამა „არარეალური პოლიტიკა“, რომელიც 2011 წელს დაიხურა. 2009 წელს წამყვანის სახით მონაწილეობა მიიღო ტელე პროექტ „ორ ვარსკვლავში“. ამავე წელს თინა პროდიუსერი და წამყვანი იყო ისეთი გადაცემების, როგორიცაა „ინფორმანია“ ტელეარხ СТС-ზე, ასევე იყო გადაცემა „ფორტ ბოიარდის“ სომხური ვერსიის წამყვანი. 2010 წელს იყო „კვნ“-ის უმაღლესი ლიგის ჟიურის წევრი, გადაცემა „იდეალური მამაკაცის“ წამყვანი. 2012 წელს დაიხურა ტელე გადაცემა „ყველაზე ჭკვიანი“, რომლის წამყვანი თინა წლების განმავლობაში იყო და პროგრამის დაწყებიდან (2003 წლიდან) გადაცემამ სამჯერ აიღო „ТЭФИ“-ის (2004, 2009) პრემია. 2013 წლის ივნისიდან თინა პოლიტიკური შოუს „რკინის ლედების“ თანაწამყვანია.

ბიზნესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თინა კანდელაკი — კომპანია „აპოსტოლის“ პარტნიორი და თანამფლობელია. 2010 წლიდან ქართული რესტორნების „თინათინ“-ის ქსელის დამფუძნებელი და მფლობელია. 2012 წლის იანვრიდან ვიოდეო ბლოგერ დიმა კამიკაძესთან ერთად ეთერში გაუშვა პოლიტიკური თოქ-შოუ „ფრენა კამიკაძესთან“. იმავე წლის მარტში ხელი მოაწერა კონტრაქტს კომპანია Oriflame-თან, რის შედეგადაც ის ამ კომპანიის სახე 2 წლის მანძილზე იქნება. თინას ჰონორარი 2 მლნ. შეადგენს.

პოლიტიკური შეხედულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლიდან მოყოლებული თინა კანდელაკი აკრიტიკებს საქართველოს პრეზიდენტ (2004-2013) მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას. ის ამბობს: „ადამიანი, რომელიც ითვლებოდა დემოკრატიის რუპორად საქართველოში, აღმოჩნდა ნამდვილი ტირანი, რომელიც თავის ხალხს მოსვენებას არ აძლევს“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]