თერმორეზისტორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თერმორეზისტორი ან თერმისტორირეაზისტორი, რომლის წინაღობაც ტემპერატურის მიხედვით იცვლება. ფორეზისტორისგან განსხვავებით, რომლის წინაღობაც სინათლის მატებასთან იკლებს, თერმორეზისტორებს ორ ჯგუფად ყოფენ: NTC ანუ უარყოფითი K ტემპერატურული კოეფიციენტის მქონე თერმორეზისტორი და PTC დადებითი k ტემპერატურული კოეფიციენტის მქონე თერმორეზისტორი. ტემპერატურა გამოითვლება სტეინჰარტ-ჰარტის განტოლების მეშვეობით: NTC თერმისტორის შემთხვევაში ტემპერატურის ზრდასთან ერთად წინაღობა იკლებს. NTC ტიპის რეზისტორებში ტემპერატურის ზრდას უარყოფითი გავლენა აქვს წინაღობაზე, რაც წინაღობის დაკლებით აისახება, ხოლო PTC თერმორეზისტორის შემთხვევაში პირიქით, ტემპერატურის ზრდასთან ერთად წინაღობა იზრდება, სხვაგვარად, PTC ტიპის რეზისტორებში ტემპერატურის ზრდას დადებითი გავლენა აქვს წინაღობაზე. ელექტრონიკაში არსებობს თერმორეზისტორის დამზადების რამდენიმე ხერხი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]